სიმღერა, საჩუქრად მედვედევს - "დიმიტრი ანატოლევიჩ, თითქოს, აღარ ხართ" (ვიდეო) სიმღერა, საჩუქრად მედვედევს - "დიმიტრი ანატოლევიჩ, თითქოს, აღარ ხართ" (ვიდეო) /> "/> " />


  15:39:49     01-03-2012

სიმღერა, საჩუქრად მედვედევს - "დიმიტრი ანატოლევიჩ, თითქოს, აღარ ხართ" (ვიდეო)

a15673.jpg

დიმიტრი მედვედევის საცოდაობით შეწუხებულმა ცნობილმა ტელეწამყვანებმა და მუსიკოსმა რუსეთის პრეზიდენტს სიმღერა უსახსოვრეს. კლიპის „პესნია პრო მედვედა“ პრემიერა ტელეარხ „დოჟდ“-ზე პროგრამაში, „სობჩაკ ჟივიომ“ შედგა.

ჟურნალისტმა ლეონიდ პარფოინოვმა, მისმა კოლეგამ ქსენია სობჩაკმა და ე.წ. ინტერნეტ-მუსიკოსმა ვასილი ობლომოვმა რუსეთის „გარიყული“ პრეზიდენტი გაიხსენეს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ვლადიმერ პუტინმა სრულებით დაჩრდილა. მათი აზრით, მედვედევი, ბოლო პერიოდში და საერთოდაც, თავისი 4-წლიანი პრეზიდენტობის ჟამს ძალიან პასიური იყო  და თითქმის არ გამოთქვამდა საკუთარ აზრს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

სიმღერას ობლომოვი იწყებს: დიმიტრი ანატოლევიჩ, გვეცოდებით, სახელმწიფოს მეთაურს მხარს არავინ უჭერს, ის ყველამ დაივიწყა. აი, ოლიგარქს „ალაჩკა“ ამოუდგა მხარში…

რჩევა, ალბათ, დაგვიანებულია, მაგრამ შემსრულებლებმა თავისი აზრი გაუზიარეს პრეზიდენტს: კარგი იქნებოდა, დეკემბერში, პოკლონნაიაზე ან სახაროვზე გამოსულიყავით და გეთქვათ, რას ფიქრობთ ვერაგ „გოსდეპზე“ და ფერად საფრთხეზე. გეთქვათ, როგორ მოვიქცეთ: შეგვეშინდეს თუ არა ჩეჩნების, სახლების აფეთქების და საერთოდ, გვჭირდება ვოვა თუ არავოვა… გეთქვათ პატიოსნად, რომ თქვენთვის, მშვიდად იდექით საჭესთან, რომ არავინ არაფერს გიშვებოდათ (აქ ცოტა უზრდელობებია) და ერთი დღეც კი არ გიმართავთ ქვეყანა…

სიმღერაში ნახსენებია ყველასგან დავიწყებული, საცოდავი პრეზიდენტის მიერ გატარებული რამდენიმე რეფორმა - საათის ისრების გადაწევისა და პოლიციის შესახებ, თუმცა მედვედევი აქაც სამარცხვინო პოზიციაშია: პუტინი მოვა და ამ ისრებს უკან დააბრუნებს, პოლიციის რეფორმისგან კი დებილური პოლიციის ფორმის გარდა არაფერი დარჩება…
0

ავტორი: