11:26:50     01-03-2012
ძაძიკი
მასალა:
1,5 ფინჯანი ხაჭო
4-6 კბილი ნიორი
2 საშუალო ზომის კიტრი
4 ს/კ ნიორი
ზეთისხილი
წიწაკა
დანაყილი თხილი და ძმარი გემოვნებით
მომზადების წესი:
გავფრცქვნათ კიტრი, გავხეხოთ სახეხზე, გავაცალოთ ზედმეტი წვენი და დავამარილოთ. ავურიოთ გახეხილი კიტრი, ხაჭო (შეიძლება ხაჭო და არაჟანი ერთად), დანაყილი ნიორი და ძმარი. ბოლოს დავასხათ ზეთი და მოვრთოთ დანაყილი თხილითა და ზეთისხილით. შესაძლებელია გაკეთდეს უფრო ცხარე. ამისათვის ემატება მეტი ნიორი და წიწაკა. ძაძიკი შეიძლება მივირთვათ პურთან ან რომელიმე კერძთან როგორც სოუსი.
0