12:26:55     29-02-2012
ვაშლის ნამცხვარი
მასალა თხელი ცომისათვის:
500 გ ვაშლი
1 ს.კ. არაყი ან ლიმონის წვენი
100 გ მწარე შოკოლადი
4 კვერცხი, 1 მწიკვი მარილი
200 გ კარაქი
200გ შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
1 ჩ.კ. დარიჩინი
2 ჩ.კ. კაკაო
300 გ ფქვილი
2/3 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა
მასალა მინანქრისთვის:
150 გ შაქრის პუდრა
2 ს.კ. არაყი
ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ, გაჭერით ოთხად და ამოაცალეთ გული. ვაშლის თითოეული ნაჭერი თხლად დაჭერით სიგანეზე და მოასხით არაყი ან რომი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ შოკოლადი.
გააცხელეთ ღუმელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და თხელ ფენად მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, შეურიეთ ჯერ კვერცხის გული, დარიჩინი და კაკაო, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა. დააცერით ფქვილი, სოდა და მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შოკოლადი და ვაშლის ნაჭრები.
ჩაასხით ცომი ფორმაში და შედგით ღემელში და აცხვეთ 175˚-ზე 45 წთ. როცა გაგრილდება ამოიღეთ ფორმიდან.
შაქრის პუდრა გახსენით არაყში ან 2 ს.კ. ნელთბილ წყალში და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს.
0