კლოუნი ჯონდი კლოუნი ჯონდი />


  23:48:16     28-02-2012

კლოუნი ჯონდი

a15605.jpg

ქართულ პოლიტიკის ე.წ. ქუჩის ოპოზიციის ფრთა კლოუნების და ჯამბაზების რაოდენობის ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, მათ შორისაც მოიძებნებიან ჩემპიონები. ამის ნათელი მაგალითის დემონსტრირება, სულ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს მოხდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომამდგენელი, ჯონდი ბაღათურია, რომელიც უკანასკნელ პარლამენტში სრულიად შემთხვევით ქუჩიდან შესკუპდა, სიტყვით გამოვიდა. ბაღათურიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ „რკინის არგუმენტები“ მოიყვანა და ისეთი „ბრალდებების“ კორიანტელი დააყენა, რომ პატრონი რომ ჰყავდეს, პარლამენტის დეპუტატი კი არა, აქამდე წესით და რიგით სულ სხვა დაწესებულების ბინადარი უნდა იყოს.

ჯონდი, რომელიც საკუთარმა თანამებრძოლებმაც უკვე დიდი ხანია მოიძულეს, ვერაფრით გამოვიდა 100 კაციანი „მიტინგების“ წინამძღოლის როლიდან, სადაც შეეძლო თავისი „იწრო გონების“ შესაფერისი გამონათქვამების კორიანტელი დაეყენებინდა და რამდენიმე ათეული კაცის აღფრთოვანება გამოეწვია. დღეს, ჯონდი „დიდი კაცია“, პარლამენტის წევრი, თუმცა, სტატუსის ამაღლებამ მისი, როგორც პოლიტიკოსის განვითარებას ვერაფერი უშველა.

პრეზიდენტმა კი ბაღათურიას სწორედ მისთვის შესაფერისი რჩევა მისცა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა აღგზნებულ პოლიტიკანს, რომელიც ბოლო ხმაზე უკიოდა დეპუტატებს, ურჩია, რომ ბალნეოლოგიურ კურორტზე, ტალახის აბაზანები ჩაიტაროს, რაც მის მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს...

0

ავტორი: