ზურაბ აბაშიძე:  გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დროულია ზურაბ აბაშიძე: გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დროულია />


  23:18:35     28-02-2012

ზურაბ აბაშიძე: გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, დროულია

a15604.jpg

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე, პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე დადებითად და დროულ გადაწყვეტილებად აფასებს. 

აბაშიძის განცხადებით, ეს არის საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სწორი ინიციატივა, რასაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიესალმება. 

„ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად საქართველოზე დადებითად აისახება“, – ამბობს პოლიტოლოგი. 

რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის რეაქციას მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ რთულია პასუხის გაცემა, როგორი რეაქცია ექნებათ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს. 

„წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილის ამ ინიციატივაზე. თუმცა რუსი ხალხის რეაქცია, რომ დადებითი იქნება, ეს წინასწარვე ცნობილია“. 

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დროულია. „ეს ინიციატივა გამოიწვევს რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოთი. მომრავლდებიან ქვეყანაში ჩამოსვლის მსურველები, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზეც და საქართველოს ეკონომიკაზეც“. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მოხსენების წაკითხვისას მიხეილ სააკაშვილმა  ინიციატივა გაახმოვანა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სურს მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, როგორც ქვეყნის  მეზობელთან, მაგრამ ეს მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ იმ რუსეთთან, რომელიც აღიარებს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. 

0

ავტორი: