სირიაში შეტაკებები გრძელდება სირიაში შეტაკებები გრძელდება />


  16:22:53     28-02-2012

სირიაში შეტაკებები გრძელდება

a15596.jpg

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მართავს საგანგებო სხდომას სირიის საკითხზე მაშინ, როცა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები განაგრძობენ ოპერაციებს ჰომსისა და ანტისამთავრობო გამოსვლების სხვა ცენტრების წინააღმდეგ. იუწყებიან ასევე, რომ სირიიდან გამგზავრება მოახერხა ორმა დაჭრილმა უცხოელმა ჟურნალისტმა. ცნობების თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სირიის ქალაქ ჰომსიდან ლიბანში გააპარეს ბრიტანელი ფოტოგრაფი და ფრანგი ჟურნალისტი ქალი. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო თურქეთისა და სპარსეთის ყურის სამი ქვეყნის თხოვნით განიხილავს სირიაში შექმნილ ვითარებას, რასაც მხარს უჭერენ ევროკავშირი და შეერთებული შტატები. ვარაუდობენ, რომ 47-წევრიანი საბჭო მხარს დაუჭერს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც დაგმობილია სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები.

რადიო „თავისუფლება“

0

ავტორი: