10:44:28     28-02-2012
მჟავე სოკო ყველით
მასალა:
10 ცალი მჟავე სოკო
250 გრამი ყველი
200 გრამი ორცხობილა
2 სუფრის კოვზი ერბო
60 გრამი მწვანე ხახვი
მარილი გემოვნების მიხედვით
ავარჩიოთ დიდი ზომის 10 ცალი მჟავე სოკო. ღერები მოვაჭრათ. დავტოვოთ მხოლოდ სოკოს ქოლგა. ეს სოკოები დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე ისე, რომ ნაჩვრეტი ზემოთ იყოს მოქცეული, და ეს ნაჩვრეტები ამოვავსოთ დახეხილი ყველით, შემდეგ ისევ ყველი, ისევ ორცხობილა, ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ყველა ამას ზემოდან მოვასხათ არაჟანი. თითო სოკოს თითო ჩაის კოვზი არაჟანი ეყოფა.ამგვარად შემზადებული სოკოები შევდგათ ჰაერღუმელში. შეწვის შემდეგ ლამაზად დავაჭყოთ თეფშზე და მოვრთოთ მწვანილითა და რაიმე მწნილით.
0