ივანიშვილის  პარტიის   წევრი  კოკოითის  საახალწლო სუფრაზე იჯდა... ივანიშვილის პარტიის წევრი კოკოითის საახალწლო სუფრაზე იჯდა... />


  10:28:32     27-02-2012

ივანიშვილის პარტიის წევრი კოკოითის საახალწლო სუფრაზე იჯდა...

a15543.jpg

ივანიშვილს, სესიაშვილის გარდა, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ბევრი  მსგავსი ჰყავს,რომლებიც თავისი ეთნიკური წარმომავლობით, პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და პუტინის გულის მოსაგებად  სპეკულირებენ . თან  მშვენივრად ახერხებენ ბიზნესი სეპარატისტულ მთავრობებთან და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებთანაც ჰქონდეთ.

ბიძინა ივანიშვილმა თავის „მეოცნებეთა“ სახეებში ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდელი და ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოდან  ცხინვალში  გაქცეული ლერი ხაბელოვიც წარმოადგინა. არადა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ლერი ხაბელოვი აგვისტოს ომიდან მალევე საქართველოდან პირდაპირ კოკოითის ცხინვალში გაიქცა და რუსებს ანტიქართული განცხადებებით  თავი მოაწონა. როგორც მაშინ ამბობდნენ ხაბელოვი, ამის წყალობით, სეპარატისტების საახალწლო სუფრაზეც მოხვედრილა.  

წარდგენის დროს, ბიძინა ივანიშვილს რატომღაც არ დაუკონკრეტებია, სად ცხოვრობს და ვისთან ერთად აწარმოებს ბიზნესს მისი პოლიტპარტიის წევრი და რჩეული  ლერი ხაბელოვი , რომელიც  საქართველოდან პატარკაციშვილის დროს, ოლიმპიურ კომიტეტში თანამდებობის დაკარგვის გამო, ხელისუფლებაზე განაწყენებული გაიქცა ცხინვალში .აბა იმას ხომ ვერ იტყოდა, პატარკაციშვილთან ერთად ოლიმპიურში თანამდებობაზე ყოფნა  არ მაცალეს და  გავნაწყენდიო. ამიტომ   ხაბელოვმა ცხინვალიდან  განცხადებები აკეთა, რომ  თურმე ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით გაუდევნიათ.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეიგნო, რომ არ შეიძლება მეზობელთან ყოველ წუთს ჩხუბი და დაძაბული ურთიერთობა გქონდეს. არასოდეს ვყოფილვარ არც ქართველი და არც ოსი ხალხის მტერი. ვინც მტრად მთვლის, ეს მისი პრობლემაა და ძალიან მეცოდება ეს ადამიანები.  საქართველოს მარტო რუსეთთან კი არა, ოს ხალხთანაც აქვს ბევრი რამ გასარკვევი... ის, რაც 2008 წელს მოხდა, უკანგადადგმული ნაბიჯია.’’  ლერი ხაბელოვი გაზეთ „ვზგლიადიდან“ ასე გვმოძღვრავს: „საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიგო ერთი რამ: მეზობლებთან ჩხუბი და მუდმივად დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლება“, -აცხადებს ივანიშვილის პარტიის წევრი, რომელიც ახლა ოს სეპარატისტებთან ცხოვრობს და  მისივე განცხადებებიდან, როგორც ჩანს, რუსეთთან  მიმართებაში საქართველოს ადანაშაულებს.

ამის ფონზე კი, ხაბელოვს არსად განუცხადებია, რომ აგვისტოს სისხლიან ომში ხელები პუტინს აქვს გასვრილი.   მისი განცხადებები ზუსტად ერთი ერთზე ჰგავს კრემლის მაღალჩინოსნების  განცხადებებს, რომლებიც  თავისი დანაშაულის გადაფარვას  საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაბრალებით ცდილობენ.   როგორ წარმოგიდგენიათ, კრემლის „დაბროს“ გარეშე  ქართველი მაღალჩინოსანი ჩრდილოეთ ოსეთს აფარებდეს თავს?  თუ ივანიშვილის პარტია რეალურად პროდასავლურია, მაშინ მის რიგებში რუსეთის  მხარდამჭერი განცხადებების ავტორს არავინ მიიღებდა.

მაგრამ რეალურად, ხაბელოვი   ივანიშვილის   სარკეა და   მისი პოლიტიკური ბოსიც რომ ასევე არ ფიქრობდეს , როგორც სეპარატისტულ  ოსეთში   გაქცეული ხაბელოვი,  მაშინ, როგორც მინიმუმ  „ქართული ოცნების“  საინიციატივო ჯგუფში  არ ჩასვამდა.   პრინციპში, თავად ივანიშვილსაც არსად უთქვამს, რომ   აგვისტოს ომი სწორედ პუტინის დამსახურებაა. პირიქით, ამ მიმართულებით ის ყოველთვის ცდილობს თავის გამოსვლებში  პუტინს ლაქები ჩამორეცხოს.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ხაბელოვთან ერთად,   გოჩა ძასოხოვიც ითანამშროლობს  ივანიშვილთან, თუმცა ამჯერად დახურულ ფორმატში.   თავად ძასოხოვი მოსკოვში პირდაპირ პეკინიდან გაიქცა, სადაც ის ოლიმპიადის  სპორტსაზოგადოება „დინამოს" ხელმძღვანელის რანგში იმყოფებოდა.  ძასოხოვმა  გაზეთ „სეგოდნიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში   ანტიქართული განცხადებები გააკეთა და ისიც განაცხადა, რომ ისიც და ხაბელოვიც ოსური წარმომავლობის გამო შეავიწროვა ხელისუფლებამ და  ხაბელოვი ცხინვალში წავიდაო.  

ისე საინტერესოა, თუ ამდენი ხანი  საქართველოში  ეთნიკური ნიშნით სდევნიდნენ, ამ ხელისუფლების პირობებში როგორ იშოვნეს  რამდენიმე ათეულმილიონიანი ქონება  და როგორ  ინიშნებოდნენ  მნიშვნელოვან პოსტებზე თავად ძასოხოვი ან   ახლა ივანიშვილის პარტიაში  ლამის პირდაპირ ვაზელინით  მოხვედრილი  ლერი ხაბელოვი?

0

ავტორი: