რუსული ოპოზიცია პუტინის მომხრეებს საბოტაჟში სდებს ბრალს რუსული ოპოზიცია პუტინის მომხრეებს საბოტაჟში სდებს ბრალს />


  06:22:43     27-02-2012

რუსული ოპოზიცია პუტინის მომხრეებს საბოტაჟში სდებს ბრალს

a15534.jpg

„მიმდინარე წლის ოთხ მარტს რუსეთში  საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამ დროისათვის კი, მოსკოვსა თუ ფედერაციის რეგიონებში დიდი ციებ-ცხელებაა, კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიით არიან დაკავებულები, მოსახლეობა კი საკუთარი კანდიდატების რეიტინგის ამაღლებაზე ზრუნავს.

პუტინის მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ პრემიერ–მინისტრი არჩევნებს მოიგებს, თუმცა, იმ საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებმა გამოიწვია, ჩნდება კითხვა: რამდენად სამართლიანად გაიმარჯვებს კრემლის „ბოსი?“

ამიტომ, როგორც პუტინის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჯერ კიდევ ცდილობენ სხვადასხვა აქციების მოწყობას. ყველაფერთან ერთად, მოსკოვში შეხვდებით პუტინის ისეთ მომხრეებს, რომლებიც პრემიერ–მინისტრის მოწინააღმდეგეების ნიღბის ქვეშ იმალებიან და ავტომობილებზე თეთრ ლენტებს ამაგრებენ, რათა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ავტოკოლონას შეუერთდნენ.

ისინი ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ და ვიდეოკამერის გამორთვას ითხოვენ. მიზეზი ძალიან მარტივია. ისინი ავტოკოლონაში პირველ სამ რიგს იკავებენ და ძალიან ნელა მოძრაობენ და ქმნიან საცობებს.

მოგვიანებით ამ ავტომობილების სხვა სიტუაციაში ხილვაც არის შესაძლებელი. თითქოს ავტოკატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ, მაგრამ ყოველგვარი დაზიანების გარეშე დააღწიეს თავი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრობლემებს პუტინის სუსტი სქესის წარმომადგენელი მომხრეები ქმნიან. შედეგად კი ოპოზიციის მომხრეებს შედარებით ლოიალური რეაქცია აქვთ და მხოლოდ უცენზურო სიტყვებით შემოიფარგლებიან. ეს ქალბატონები კი აღნიშნავენ, რომ არ ბრაზობენ, რადგან თვლიან, რომ ამ ადამიანებს სერიოზული ფსიქიკური პრობლემა აქვთ, რადგან სურთ, რომ მათი ქვეყნის „ტანჯვა“ კვლავ გაგრძელდეს.

ოპოზიციის ნამდვილი მომხრეების გამოვლენა კი ნამდვილად არ არის რთული: ისინი არ აფერხებენ მოძრაობას, ავტომობილებს არ რთავენ თეთრი ლენტებით და მიუხედავად იმისა, ფეხით გადაადგილდებიან თუ ავტომობილით, ყოველთვის მომღიმარი სახე აქვთ“.

ეს გახლავთ ამონარიდი CNN–ის კორესპონდენტის, ფილიპ ბლეკის რეპორტაჟიდან. ყველაფერთან ერთად კი ჟურნალისტი აღნიშნავს: „ამ ორნახევარი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციები მოსკოვის ქუჩებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე ტარდებოდა და ყოველთვის კარგი ორგანიზებით გამოირჩეოდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვდგავართ საბოტაჟის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებამდე  მცირე ხანი დარჩა და როგორც აღმოჩნდა, პუტინის მომხრეები უკანასკნელ ზომებს მიმართავენ.“  

0

ავტორი: