ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი />


  05:25:22     27-02-2012

ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი

a15525.jpg

მასალა:

    1 კილოგრამი ხორცი

    100 გრამი ხახვი

    80 გრამი მწვანილი

    1 კილოგრამი კარტოფილი

    1 ცალი წიწაკა

    ½ კილოგრამი პამიდორი

    მარილი გემოვნების მიხედვით

ერთი კილოგრამი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვხრაკოთ ხახვთან და მწვანილთან ერთად; შემდეგ დავჭრათ პომიდორი ან დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ტომატი და ერთი ჭიქა წყალი. ჩავაყაროთ გაფრცქვნილი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, ჩავუმატოთ მარილი, მწვანილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით. ვადუღოთ 30-40 წუთს, რის შედეგადაც კერძი მზად იქნება.

0

ავტორი: