საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა />


  11:41:22     25-02-2012

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

a15495.jpg

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დიდი ბრიტანეთი სამოქალაქო მრჩეველს მოავლენს. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.   

მემორანდუმს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯუდით გოფმა მოაწერეს. 

“მოხარული ვარ რომ დიდმა ბრიტანეთმა მოავლინა სპეციალური მრჩეველი თავდაცვის საკითხებში სტივენ გლოვერის სახით, რომელიც ძალიან გამოცდილი ადამიანია. ეს არის დემონსტრირება და სიმბოლო გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის  მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წინ მიიწევს რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე,” განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯუდით გოფმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, მრჩევლის დანიშვნა მნიშნველოვანი ნაბიჯია ორმხრივი თანამშრომლობის გაღმავებისა და განმტკიცებისათვის.

0

ავტორი: