12:33:52     24-02-2012
"სესიაშვილო, გამოეთრიე და ბოდიში მოიხადე, ჯარისკაცების სისხლით როგორ ვაჭრობ არაკაცო“

ბიძინა ივანიშვილის აგონია მის გარშემომყოფებსაც გადაედოთ. მათი საუბარი სექსუალურ ფანტაზიებს გასცდა და საშიში ხასიათი შეიძინა. საქართველოს ხელისუფლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, 21 თებერვალს, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველების მამაცობასა და პროფესიონალიზმს და გარდაცვლილთა ოჯახებს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.
თურმე ამ ინფორმაციას მხოლოდ სესიაშვილი ფლობს (ამერიკელები არა) ოღონდ დეტალები არ იცის. „ქართული ოცნების“ მიუნჰაუზენმა ავღანური ტყუილები იმ გაზეთში გადმოაფრქვია, რომლის რედაქტორის მოადგილე, ხაჭაპურის გამოცხობის სპეციალისტი, ელისო ჩაფიძე ბიძინას „ოცნებებს“ შეუერთდა.
„პოლიტიკურ ქულებს იწერენ დაღუპული სამხედროების ხარჯზე",
"სესიაშვილი ნაგავია",
„ავღანეთშიც სააკაშვილი ყოფილა მთავარსარდალი. ამერიკელები შირმაა უბრალოდ“,
„ბატონო ბ.ი. მართლა თვლი რომ სამხედრო ექსპერტი არის სესიაშვილი? ადამიანი რომელმაც პრეზიდენტის ახირებას დააბრალა სამი ბიჭის დაღუპვა? ადამიანი რომელსაც ჰგონია რომ ჩვენი პრეზიდენტი მართავს ავღანეთში ოპერაციებს თავისი პიარისათვის?“,
„ეგ სესიაშვილი ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელა ყოფილა, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანიც, კაცი, რომელიც ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს, უნამუსოა",
"ასეთ დეგენერატებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ",
"ბატონო ბიძინა, სესიაშვილისნაირი ცრუ ადამიანები თქვენს გვერდით არ უნდა იყვნენ. იქნებ მიხვდეთ იმას, თუ როგორ გასულელებენ ამხელა კაცს. როგორ გმართავენ მარიონეტი თოჯინასავით, როგორ წამოგასხდნენ კისერზე ხიდაშელი, უსუფა, ეს სესიაშვილი და სხვები. ნუთუ ამას ვერ ხედავთ? ვიმედოვნებ რომ არ გსურთ მათი სათამაშო იყოთ... ვერ ხვდებით რომ თქვენი მიზნები და იდეეები, მათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ იმისთვის არიან თქვენთან რომ კარგად მოგწველონ?"
„ირაკლი სესიაშვილო, გამოეთრიე და ბოდიში მოიხადე, ქართველი ჯარისკაცების სისხლით როგორ ვაჭრობ შე არაკაცო?“, - წერდნენ ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში სესიაშვილის განცხადებით აღშფოთებული მოქალაქეები.
როგორც ჩანს, სწორედ საზოგადოების აღშფოთების შედეგი გახლავთ ის, რომ სესიაშვილმა „პრესა.ჯი“-სთან საუბარში უარყო ინფორმაცია, სამი ქართველი სამხედროს ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტისას დაიღუპვის შესახებ და ახალი, შედარებით მსუბუქი ვერსია შემოგვთავაზა. თითქოს პრეზიდენტის ვიზიტმა ავღანეთში თალიბების გაღიზიანება გამოიწვია და ამის პასუხად განახორციელეს ანგარიშწორება ქართველ სამხედროებზე.
ირაკლი სესიაშვილი: „არა, მე ვთქვი სასურველია გამოვარკვიოთ როდის მოხდა ეს ფაქტი მეთქი. იმ დღეს მოხდა, მეორე დღეს თუ მესამე დღეს...“