ალუბლის ღვეზელი ალუბლის ღვეზელი />


  05:48:18     24-02-2012

ალუბლის ღვეზელი

a15458.jpg

მასალა:

    3 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი

    3 ცალი კვერცხი

    2 ჩაის ჭიქა შაქარი

    1 ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი

    1 ჩაის კოვზი რომი ან კონიაკი

    2 ჩაის ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი

პურის ფქვილი, კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი და 1 ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი მოვზილოთ და გავაკეთოთ ფხვიერი ცომი. გავათხელოთ ცომი თითის სისქეზე და დავდოთ ერბოწასმულ ტაფაზე. ამოვუწიოთ კიდეები. ზედ დავაყაროთ ერთმანეთში არეული 1 ჩაის ჭიქა  შაქარი და 2 ჩაის ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი. ზევიდან მსხვილკბილიანი სახეხით მოვახეხოთ ცოტაოდენი მორჩენილი ცომი და შევდგათ ცხელ აირღუმელში გამოსაცხობად. 30-40 წუთში ღვეზელი მზად იქნება.

0

ავტორი: