კახი კალაძე ივანიშვილს  4  მილიონი „დაუჯდა“?! კახი კალაძე ივანიშვილს 4 მილიონი „დაუჯდა“?! />


  10:47:59     23-02-2012

კახი კალაძე ივანიშვილს 4 მილიონი „დაუჯდა“?!

a15417.jpg

ბოლო პერიოდში,  თითქმის ფოტომოდელად  ქცეული კახი  კალაძე  ფეხბურთში  მხოლოდ ავტოგოლებით თუ გამოირჩეოდა.. ამიტომაც ნაკრებიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას, გულშემატკივრების ობიექტური ნაწილი, მხოლოდ სიხარულით შეხვდა.

კალაძემ საქართველოს ნაკრების დატოვების მიზეზად, ორი წლის დაგვიანებით, მეგობრის ციხეში ყოფნა,  პოლიტიკური ტრამპლინისთვის საჭირო კატალიზატორად გამოიყენა. მოტივად დემეტრაძის ციხეში ყოფნა დაასახელა, თუმცა   ფოტოკამერების წინ, ჯაკუზში  პოზიორობით დაკავებული კალაძე, ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში რომ მხოლოდ პოლიტიკური  პრინციპების გამო არ წასულა, ესეც ცნობილია.

კალაძემ, რომელსაც თურმე ბურთის დევნასთან ერთად პოლიტიკური ამბიციებიც ჰქონია,  ,,ოცნება“ აისრულა და ბიძინასაგან  საკმაო ,,მაყუთიც“ მიიღო.

როგორც ჩანს, კალაძეს ბერასთან ერთად ფოტოების გადაღება და ,,რედისონში“ შვილის ნათლობაზე მიპატიჟება დაუფასდა. ის, ივანიშვილის პარტიულ რჩეულებში მოხვდა. გადაწყვეტილია, რომ   ,,მეოცნებეთა“ საარჩევნო სიის პირველ ათეულშიც იქნება.  რამდენი დაუჯდა ბიძინას კალაძის  გულის მოგება?!  „პრესა. ჯი–მ“ ინფორმაცია მოიპოვა, რომ ივანიშვილსა და კალაძეს შორის ბიზნეს-გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა კალაძის პრობლემურ და ლამის გაკოტრებამდე მისულ  ,,პროგრესბანკში“, 14 თებერვალს დამატებით გადაიხადა 2 მილიონ 494 500 ლარი.

ეს რომ რომელიმე წარმატებული ბანკი ყოფილიყო, მაღალი დივიდენდებით და შემოსავლიანი საბანკო სისტემით, კიდევ ვიფიქრებდით, რომ ბიზნესმენს ბანკის წილობრივი  პროცენტების შესყიდვა, მხოლოდ კალაძის გულის მოსაგებად არ უნდა დასჭირვებოდა. ასეთ ნაკლებრეიტინგულ  ბანკში  ფულის დაბანდება კი  ისეთი ბიზნესმენისთვის, რომელიც უკვე ფლობს აწყობილ საბანკო ქსელს რუსეთში, მარტივად რომ ვივარაუდოთ, ან  ფულის გათეთრების მცდელობაა ან კალაძის ,,შესყიდვის“.

ასეა თუ ისე, მთლიანობაში, ივანიშვილს  კალაძე  ბანკიანად, ამ ბოლო დღეებში დამატებული 2 მილიონით,  სადღაც 5 მილიონამდე დაუჯდა: 2011 წლის 24 ნოემბერს, 1  მილიონ 300 000 გადაიხადა, ხოლო 2012 წლის 14 თებერვალს, 2 მილიონ 494 500 ლარი. შესაბამისად, ივანიშვილი „პროგრესს ბანკში“ უკვე 21 პროცენტიან წილს ფლობს. თუმცა, ბიძინა აქედან მოგებას   არ ელის  და კალაძეც  ალბათ კმაყოფილია  დაფინანსებით.  არადა, ივანიშვილს რომ ჰკითხეს, ამტკიცებდა, ჩემს უკან შეკრებილებს, ჩემი ფინანსები არ აინტერესებთო. ასე თუ  ფიქრობს, მართლა  მეოცნებე ყოფილა  ეს კაცი!

0

ავტორი: