ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის გასტროლები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის გასტროლები />


  12:02:23     22-02-2012

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის გასტროლები

a15359.jpg

3-11 მარტს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ლიბანში გასტროლებს გამართავს. ორკესტრი ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების მე-19 საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწიელობას. ფესტივალის დევიზია "მუსიკა ლათინური ამერიკიდან".

პირველ კონცერტზე ორკესტრი პარტნიორობას გაუწევს ცნობილ მექსიკელ მომღერალს ოლივია გორას (სოპრანო). შესრულდება ფრაგმენტები ვერდის, პუჩინის, ჩილეას ოპერებიდან, ასევე, აჟღერდება რუპერტო ჩაპის, მარია გრევერის, ხოსე სერანოს, ენრიკე გრანადოსის, კონსუელიტო ველასკესის და ალფონსო ესპერანცა ეტეოს ნაწარმოებები. ამ კონცერტს უდირიჟორებს თბილისის ოპერის თეატრისა და ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩიანო.

განსხვავებულ პროგრამას დაუკრავს ორკესტრი 10 მარტს - მორის რაველის "ბოლეროს", იოზეფ ჰაიდნის კონცერტს ვიოლონჩელისა და ორკესტრისთვის და თანამედროვე არგენტინელი კომპოზიტორის ლუი ბაკალოვის სამმაგ კონცერტს ბანდონეონის, სოპრანოს, ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. სოლისტების ამპლუაში იქნებიან ოლივია გორა (სოპრანო, მექსიკა), ანტონიო მენეზესი (ვიოლონჩელი, ბრაზილია), ლუი ბაკალოვი (ფორტეპიანო), მარიო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია). კონცერტს წარუძღვება მექსიკელი დირიჟორი ალონდრა დე ლა პარა.

აღსანიშნავია, რომ ამ ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალის აუდიტორიის წინაშე თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი პირველად გასულ წელს წარსდგა მრავალფეროვანი პროგრამით.

ghn

0

ავტორი: