რუსები გაგიჟდნენ, ბავშვებს პუტინზე ლოცვებს აკითხებენ რუსები გაგიჟდნენ, ბავშვებს პუტინზე ლოცვებს აკითხებენ />


  22:31:43     21-02-2012

რუსები გაგიჟდნენ, ბავშვებს პუტინზე ლოცვებს აკითხებენ

a15350.jpg

ერთ მშვენიერ ბავშვთა დაცვის დღეს, პეტერბურგელმა პატარებმა უჩვეულო საჩუქარი მიიღეს. რუსეთის ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნების გარდა ბავშვებს დაურიგეს… პრეზიდენტზე ლოცვის ტექსტი. უფრო სწორედ, ლოცვის ავტორებმა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ლოცვა ტანდემზე შექმნეს, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მეთაური ორსახოვანი ერთობაა - დიმიტრისა და ვლადიმერისა.

პრეზიდენტ(ებ)ზე ლოცვა მთავარანგელოზ მიხეილის ლოცვის ადაპტირებული ვარიანტია. ათეისტებმა ბევრი არკვიეს, ვინ იყო ამ ლოცვაში მიჩნეული „მამად“, ვინ „ძედ“ და ვინ „სულიწმინდად“. მორწმუნეებს კი სათვალავი აერიათ: ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთია, ლოცვა კი ორზეა…

ეკლესიას ეს ამბავი მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, მის შემქმნელებს, საერთო აღიარებისთვის ეს საკითხი პატრიარქთან შეეთანხმებინათ.

პოლიტიკურმა ფსიქოლოგმა ევგენია ფლეროვამ განაცხადა, რომ „არაფერი ექსკლუზიური ამ ლოცვაში არ არის. უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში მიღებული ხელმძღვანელებზე ლოცვა, რაც ძალიან გავრცელებულია სამხედროებში“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ აღნიშნული ლოცვა მიზნად ისახავს იმას, რომ მოზარდები სწორედ ამ ორ ფიგურას უჭერდნენ მხარს.

მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ლოცვა ახალი არ იყო. მისი ტექსტი დიდი ხანია არსებობს, მინიმუმ, 2004 წლიდან და ის ექსკლუზიურად, მხოლოდ ვლადიმერ პუტინს ეძღვნებოდა. თუმცა 2008 წელს კორექტირება განიცადა და ახლა უკვე ტანდემს მიეძღვნა.

მაშინ საიტი „რუსკაია ლინია“ წერდა, რომ მორწმუნე რუსები არჩევნების წინ ცდილობენ მიიღონ ავტორიტეტული რჩევა სასულიერო პირისგან. ასე, პეტერბურგელ მომლოცველებსაც გაუჩნდათ კითხვა: წავიდეთ თუ არა 14 მარტის არჩევნებზე და ვის მივცეთ ხმა? სასულიერო პირმა კი მათ უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მართლმადიდებლისთვის აუცილებელია და ხმა კი პუტინს უნდა მისცენ.

მედვედევი პუტინისგან განუყრელად, თითქმის აღარაფერში მოიაზრება. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როცა როსპატენტმა ახალი სავაჭრო მარკა „ვალოდია ი მედვედი“ დაარეგისტრირა. ამჯერად საქმე არაყს ეხება. როსპატენტიც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ „ვალოდია ი მედვედის“ დარეგისტრირება მას საარბიტრაჟო საასამართლომ დაავალდებულა. კომპანია „როიალტი“ დიდი ხანია იბრძვის ამ სავაჭრო ნიშნის დამკვიდრებისათვის, როსპატენტს კი არყის პოლიტიზირებული დასახელება არ მოსწონდა.

0

ავტორი: