ირანმა, ბირთვული ობიექტების დასაცავად, სამხედრო სწავლება დაიწყო ირანმა, ბირთვული ობიექტების დასაცავად, სამხედრო სწავლება დაიწყო />


  10:19:01     21-02-2012

ირანმა, ბირთვული ობიექტების დასაცავად, სამხედრო სწავლება დაიწყო

a15314.jpg

თეირანმა, ისრაელიდან ბირთვულ ობიექტებზე სავარაუდო თავდასხმის მოსაგერიებლად და ამ ობიექტების დასაცავად, სამხედრო სწავლება დაიწყო. სწავლებაში მონაწილეობას ვერტმფრენები და სარაკეტო კომპლექსებიც იღებს. ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წვრთნა, რომელსაც „საროლა“ ეწოდება, ოთხ დღეს გაგრძელდება.   

მცირე ხნით ადრე კი, ისლამურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დელეგაცია მიიღო. საუბარი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებს შეეხო. თუმცა, ატომური სააგენტოს ექსპერტებს, ქვეყნის ბირთვული ობიექტების მონახულების ნება არ დართეს. მიზეზების შესახებ, ირანის ხელისუფლება არ საუბრობს.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები და რიგი სხვა ქვეყნები, ირანს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობაში სდებენ ბრალს, რომელიც მშვიდობიანი მიზნებითაა შენიღბული. თეირანი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ენერგია მათ ქვეყანას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად სჭირდება.    

ამ დროისათვის, ირანთან მიმართებაში, გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი სანქცირებული რეზოლუცია არსებობს. რეზოლუციების თანახმად, საერთაშორისო საზოგადოება ირანისგან ბირთვული პროგრამის საჯაროობას და იმის დამტკიცებას ითხოვს, რომ ეს პროგრამა ნამდვილად მშვიდობიანი მიზნებისათვის ხორციელდება.  
0

ავტორი: