21:30:38     20-02-2012
რამდენ მილიონად ყიდულობს ივანიშვილი თოფაძეს?!

როგორც ცნობილი გახდა, სულ მალე „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი ახალი წევრი - გოგი თოფაძე შეემატება. „მატების“ მიზეზიც დადგენილია - სანაცვლოდ საქართველოს მთავარი „მრეწველი“ „ქართუ ბანკისგან“ აღებულ სესხთან დაკავშირებით შეღავათებს მიიღებს, ან სულაც - ვალი დაექვითება.
რა თანხას შეადგენს გოგი თოფაძის მიერ „ქართუ ბანკიდან“ კრედიტის სახით აღებული თანხა, ბიზნესმენი „პრესა.ჯი“–სთან საუბარში არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ სესხი აღებული აქვს:
გოგი თოფაძე: არანაირი ვალი არ მაქვს. მაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა „ქართუ ბანკთან“, როგორც ბიზნესმენს - გამოტანილი გვაქვს კრედიტი, რომელსაც ვიხდით სტაბილურად, გრაფიკის მიხედვით და რომელიც, სავარაუდოდ, 2012 წლის ბოლოსთვის მთლიანად დაიფარება.
- რა თანხაზეა საუბარი?
- არაფერი განსაკუთრებული: ჩვეულებრივი თანხაა, საბრუნავი საშუალება...
- არანაირი ვადაგადაცილება, პროცენტები და ჯარიმები. ეს არის პანიკა, რომელიც შექმნილია ხელოვნურად, იმის გამო, რომ მე ღიად დავუჭირე მხარი ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ხედვები იდენტურია ბევრ საკითხში: ისევე როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, მეც კარგა ხანია, ხაზს ვუსვამ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და მრეწველობა გადაარჩენს ქვეყანას. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ამ საკითხებზე ვსაუბრობთ.
- არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მე მაშინვე ღიად დავუჭირე მხარი მას. მოვა დრო და საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს იმ პოლიტიკური ნაბიჯის შესახებ, რომელიც ერთობლივად, უკვე ერთ გუნდში იქნება გადადგმული.
- ჯერჯერობით ასე დეტალურად ეს საკითხი არ განგვიხილავს. დრო მოვა და ყველაფერს გაიგებთ.
არ ვიცით, რას გულისხმობს ბატონი გოგი ტერმინში „დრო მოვა“, მაგრამ „პრესა.ჯი“ შეეცედა გაერკვია, რა თანხას შეადგენს გოგი თოფაძის საკრედიტო ვალი „ქართუ ბანკთან“ მიმართებაში. „ქართუ ბანკში“, რასაკვირველია, ამას არ აცხადებენ - კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ, თუმცა, ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით შევიტყვეთ, რომ საუბარია 10 მილონ ლარზე, რომელიც ვადაგადაცილების გამო დარიცხული პროცენტების მიხედვით, უკვე 12 მილიონამდეა ასული.რა თქმა უნდა, თოფაძეს, გაკოტრებას „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება ურჩევნია - მით უმეტეს, თუ ვალს მთლიანად დაუქვითავენ.
ვერაფერს იტყვი, ქართულად ოცნება ბიძინა ივანიშვილს მართლაც ძვირი უჯდება და ლამისაა, თვითონვე მივიდეს დასკვნამდე, რომ რუსეთში დარჩენა და რუსულად ოცნება სჯობდა.
0