პუტინი ისტერიაშია და აშშ-ს „ასიმეტრიული“ და „ბირთვული პასუხით“ ემუქრება პუტინი ისტერიაშია და აშშ-ს „ასიმეტრიული“ და „ბირთვული პასუხით“ ემუქრება />


  20:02:05     20-02-2012

პუტინი ისტერიაშია და აშშ-ს „ასიმეტრიული“ და „ბირთვული პასუხით“ ემუქრება

a15309.jpg

პუტინი ისეთივე პასუხით ემუქრება ამერიკას, როგორიც უკვე გასცა ჩეჩნეთს. თავის რიგით მეექვსე სტატიაში - „ვიყოთ ძლიერნი : ნაციონალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისათვის“ პრემიერი არმიის გაძლიერების აუცილებლობაზე წერს. მან კიდევ ერთხელ შეახსენა ამომრჩეველს 2000 წლის ჩეჩნეთის ომში რუსეთის ჯარების მიერ მიღწეული „სამხედრო წარმატებები“ და გაამჟღავნა თავისი გეგმები - ანალოგიური „წარმატებით“ უპასუხოს ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემებს.

პუტინის გეგმის მიხედვით, რუსეთის არმია10 წელიწადში 400 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით აღიჭურვება, მოხდება სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერების მშენებლობა, 20-მდე მრავალმიზნიანი წყალქვეშა ნავის აგება, სამხედრო დანიშნულების 100-მდე კოსმოსური აპარატის მშენებლობა. რუსეთის პრემიერის ამოცანაა, რუსული არმია მსოფლიოსათვის საფრთხობელად იქცეს.

ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებენ, მოსკოვის ხელთაა ბირთვული იარაღი. ასეთი მუქარა ისტერიაში მყოფი, შიდაარეულობებით შეშინებული კრემლიდან ბოლო პერიოდში პირველად არ ისმის. ჩვენ ვერ შევძლებთ გავამყაროთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, განვავითაროთ ეკონომიკა და დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ არ შეგვეძლება რეალურად დავიცვათ რუსეთი. თუ არ გავთვლით შესაძლო კონფლიქტების რისკს, არ უზრუნველვყოფთ სამხედრო-ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას და არ მოვამზადებთ ღირსეულ, ადექვატურ სამხედრო პასუხს, როგორც რეაგირების უკიდურეს ზომას ამა თუ იმ გამოწვევაზე“ - წერს პუტინი. ის მეორე მსოფლიო ომს იხსენებს და აცხადებს, რომ „ჩვენ აღარასოდეს არ უნდა დავუშვათ 1941 წლის ტრაგედია, როცა არმიისა და სახელმწიფოს მზაობა ომისათვის, დიდი ადამიანური დანაკარგებით გამოიხატა“. სწორედ ამიტომ, სტრატეგიული ბირთვული ძალები ის იარაღია, რომლითაც მოსკოვი „მსოფლიოში გლობალური ძალთა ბალანსის რღვევისას“, საკუთარი თავის შენარჩუნებას შეეცდება.

„რუსეთის სამხედრო-ტექნიკური პასუხი ამერიკულ გლობალურ ანტისარაკეტო სისტემებზე და მის სეგმენტზე ევროპაში, ეფექტური და ასიმეტრიული იქნება“ - წერს ვლადიმერ პუტინი. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები მსოფლიოში მოვლენათა მათთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ბირთვული იარაღით იმუქრებიან. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი, უპირველსად შიდა პრობლემებიდან გარე „საფრთხეებზე“ მოსახლეობის ყურადღების გადატანის სურვილია.

0

ავტორი: