13:40:46     20-02-2012
ივანიშვილს „დედოვშჩინასა“ და „ტრეფიკინგში“ ადანაშაულებენ?!

ბიძინა ივანიშვილი „მამა აბრამის ბატკანი“ სულაც არაა. ქველმოქმედება კი არა, მის მსხვილ კომპანიებსა და ბიზნეს-საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს, ლამის სულს ხდიან. დამატებით ჯარიმებს აკისრებენ, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ უშვებენ სამსახურიდან, ხოლო-ზოგს გამომუშავებული სამუშაოს გასამრჯელოსაც კი არ უხდიან, ისე უშვებენ სამსახურიდან.
ამის შესახებ, ოფიციალურად, რუსულ ინტერნეტ ვებ-გვერდზე (,,ანტიჯობ“), მისი კომპანიების თანამშრომლები ყვებიან. სააფთიაქო ქსელი ,,დოქტორ სტოლეტოვი`` რუსულ ბაზარზე 1994 წლიდან მუშაობს. ქსელს, დახურული სააქციო საზოგადოება ,,ერკაფარმი`` მართავს. ,,ერკაფარმი`` ბიძინა ივანიშვილის ერთერთი საკუთრებაა და მის ქონებრივ მონაცემებში, სწორედ ეს სერიოზული სააფთიაქო ქსელი ფიქსირდება. რომელიც 414 სააფთიაქო წერტილს მოიცავს, როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის 10 რეგიონში. თანამედროვე რუსული პოლიტიკური რეალობის მიხედვით კი, რუსეთში ბავშვმაც კი იცის, რომ სერიოზული ბიზნესს და 150 მილიონიან სააფთიაქო ქსელს ვერ ამუშავებ, თუ პუტინის და ფსბ-ს მაღალჩინოსნების ,,დაბრო`` არ გაქვს.
თუმცა საინტერესოა, როგორ ექცევა ივანიშვილი თავის თანამშრომლებს, რა წესები მოქმედებს მის საკუთრებაში არსებული თითქმის ,,გესტაპოს`` სტილის დაწესებულებებში და რას წერენ რუსულ ვებ-გვერდ ,,ანტიჯობ``–ზე მის ბიზნესში, კერძოდ ,,არკოფარმის`` მიერ მართულ სააფთიაქო ქსელებში დასაქმებული რიგითი თანამშრომლები:
ირინა: კომპანიაში ვიმუშავე 2 თვე და იქიდან გავიქეცი, მხოლოდ მოტყუებას აქვს ადგილი! ყველა პირობა არის თანამშროლების წინააღმდე. ხელმძღვანელობა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეკვეცონ ხელფასი. სოკოლოვა უბრალოდ ნადირია! თუ თქვენ გადაწყვიტეთ განცხადება დაწეროთ წასვლის შესახებ, აუცილებლად იმუშავეთ თვის ბოლომდე, მიიღეთ ხელფასი და წადით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასის გარეშე დარჩებით!
ანონიმი: საჭესთან არაპროფესიონალები არიან. ხელმძღვანელობა არაფერს იმჩნევს.. მათი ნდობა არც შეიძლება. ჯობია არც სცადოთ.
სიკვდილი: ბატონებო, თუ გინდათ, რომ მომავალში იამაყოთ უმიზნოდ გატარებული და დაკარგული წლებით, მაზოხიზმის ელემენტებით _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია ,,ერკაფარმში“.
ანონიმი: სიტყვა ,,მძღნერი“ უბრალოდ ზუსტად დაცემაა.
ანდრეიკა: „კომპანია, რეალურად, უბრალოდ საშინელია. ,,დედოვშჩინის`` ელემენტებია. ისეთი შეგრძნებაა, რომ მუდმივად შენი დაწვა სურთ, მათ კონტრაქტს თუ ხელს მოაწერთ, ჩათვალეთ, რომ კაბალურ სამუშაო პირობებს აწერთ ხელს. აქ ინტრიგებია. ცალკე თემაა- ოფისი მაროსეიკაზე, პირდაპირ გეუბნებით, უნდა გაიქცეთ იქიდან. მთლიანად გამოგწურავენ და მერე ტრაკში გაგიშვებენ. თანამშრომლების უმრავლესობა პანიკაშია. მოლოდინში, რომ გაუშვებენ უმიზეზოდ. არც სერიოზული კოლექტივი ჰყავთ, არც _ იდეები. ბუღალტერია ცალკე სამყაროა, იურისტები არ ჰყავთ, გაყიდვები უკან-უკან მიდის. არც იფიქროთ, აქ დასაქმება. ამ კომპანიის დატოვების მერე მივხვდი, რა კარგია ცხოვრება და რამდენი სხვა კარგია კომპანიაა, სადაც გინდა იმუშავო.
ინკოგნიტო: „მეც ვმუშაობდი ამ კომპანიაში, საშინელებაა, ხელფასს სულ გიკლებენ, მიზეზებს ეძებენ, რომ რამე ჩამოგაჭრან, ხელმძღვანელობა საშინელებაა. განსაკუთრებით ბუღალტერი კირილენკო ლ.მ. და ირინა ზაბელინა. პრემიას ვერ მიიღებ. ნახევარ თვეზე თუ წახვედი, ხელფასსაც დაემშვიდობე.
მარინა: „საშინელი კომპანიაა. ხელმძღვანელობაა საშუალო ტექნიკური განათლებით და ვითომ თანამედროვე წარმოებას ქმნიან. რჩევაა: თავი შეიკავეთ ამ კომპანიაში მუშაობისგან.
http://antijob.net/black_list/id2101/
0