აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება />


  07:17:35     20-02-2012

აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

a15280.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს, რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ახალი ელჩის კანდიდატურა, უკვე წარუდგინა სენატს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  

რიჩარდ ნორლანდი 1955 წელს დაიბადა. ის სტაჟიანი დიპლომატია. 2007-10 წლებში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უზბეკეთში. ნორლანდი, ასევე, სხვადასხვა წლებში, მუშაობდა ავღანეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუსეთსა და ბაჰრეინში.    

ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის დროს, ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა ხელმძღვანელი იყო. რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესშიც მონაწილეობდა.იყო აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მოქ­მე­დი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეუ­თოს მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, მუ­შა­ობ­და აფ­ხა­ზეთ­სა და „სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე მიზ­ნით, ეწ­ვია ჩეჩ­ნეთს.

იგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სკოლის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრია. 57 წლის რიჩარდ ნორლანდი, ამჟამად, საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა.

რაც შეეხება ჯონ ბასს, ის საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა და მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება.

0

ავტორი: