05:06:58     20-02-2012
სოკო და ბადრიჯანი არაჟნით
მასალა:
300 გრამი სოკო
500 გრამი ბადრიჯანი
½ ჩაის ჭიქა არაჟანი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა
2 ჩაის კოვზი კარაქი
2 ცალი კვერცხი
ბადრიჯანს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი, 1 საათის შემდეგ გადმოვწუროთ მოშავო წყალი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხებში და შევწვათ გაცხელებულ კარაქში. ასევე მოვექცეთ მოხარშულ სოკოებს, შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები დავაწყოთ ლანგარზე ირგვლივ. შუაში დავაჭყოთ ასევე შემწვარი სოკოები, ზედ მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
0