09:11:08     13-11-2010
თევზის ბუღლამა
გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოათავსეთ ქვაბში, მოასხით ზეთი, ზედ დააყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი; მოასხით ზეთი. შემდეგ ფენად დააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოასხით ზეთი, დაახურეთ ქვებს სახურავი და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება.
კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ოჯახურ პირობებში, ასევე ბუნებაში – სუფთა ჰაერზე. თევზის ბუღლამას განსაკუთრებული ხიბლი აქვს ზაფხულში – ცოცხალი პამიდვრის სეზონის დროს. თუმცა, იმის გამო, რომ, ე.წ. ცოცხალი პამიდვრის შოვნა გვიან შემოდგომამდეა შესაძლებელი, კერძის მომზადებას შეგიძლიათ დღესვე შეუდგეთ.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი, პამიდორი - 1 კილოგრამი, ხახვი - 4-5 თავი, ქინძი - 5-6 ძირი, დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი, ზეთი - 1 ჩაის ჭიქა, მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ციცქა, ცოლიკოური.
0