13:02:44     18-02-2012
ბიძინას ტყუილები

ბიძინა ივანიშვილმა ენა ამოიდგა, მართალია, ისეც შერეულ ჭორვილურ-გასკონური აქცენტით, თუმცა ივანიშვილი ცდილობს, ქართულად საუბარი ისწავლოს და თანაც ბოლო დროს შიგდაშიგ უკბილო ხუმრობებასაც ურევს.
ვისაც კი ივანიშვილთან შეხება ჰქონია, ყველმა იცის, რომ ამ უკბილო ხუმრობის იქით ივანიშვილის გაბრაზება იმალება. „პრესა ჯი“-ს მიერ გახმაურებული პიგვინების თემა ოლიგარქს ისევე აღიზიანებს, როგორც მისივე თანაპარტიელ არჩილ კბილაშვილს - სექსი.
მაგალითად, კბილაშვილმა „ოცნების“ პრეზენტაციაზე საკმაოდ „შთამბეჭდავი“ პოლიტიკური განცხადება გააკეთა: პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო. ვერ გეტყვით, ადვოკატს რატომ გაუჩნდა ასეთი პარალელების გავლების სურვილი ივანიშვილის პოლიტიკასა და სექსუალურ აქტს შორის, თუმცა, მისი ბოსის ფროიდისეული წიაღსვლებისა და აუხდენელი ოცნების კომპლექსების არ იყოს, ეტყობა „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ სექსუალურად აჟიტირებულებს იღებენ...
დიდი ეზოთერიკოსი, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი კი დიდი ფულის მეშვეობით ქართულ საზოგადოებას ათასი დაპირებით აბოლებს და ცდილობს სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდებით მასა შოკირებულ ეგზალტაციამდე მიიყვანოს: ყოვლისშემძლე ბიძინას იმიჯი რამენაირად დაიმკვიდროს, რომ პურს გოდრებით ჩამოყრის, რომ ბატონი ბიძინა რუსთაველის ტყავში გადაცმული წერდა ვეფხისტყაოსანს, რომ მას შეუძლია ორ კურდღელს გაეკიდოს და 4 დაიჭიროს, რომ ცალი ხელით დაუკრას ტაში, ბატონ ბიძინას შეუძლია კედლის აშენება ზემოდან დაიწყოს.. რომ...
რეალურად კი ივანიშვილი ერთი ჭორვილელი, რუსეთში ბედის შემთხვევითობისა და ებრაელი პატრონის წყალობით გამდიდრებული ბარონ მიუნჰაეზენია, რომელიც სოლოლაკიდან ჭორვილაში საკუთარი 4 მილიონად მოდერნიზებული შვეულმფრენებით დაფრინავს, მანქანით სიარულს არ კადრულობს და მისი ნდობა ისევე არ შეიძლება, როგორც იმ ურთიერთგამომრიცხავი დაპირებებისა და ტყულების, რასაც ოლიგარქი თავის სხვადასხვა გამოსვლებსა და ინტერვიუებში მიმოაფრქვევს. ის, რომ ბიძინა იტყუება, რამდენიმე ამ ნიმუშიდანაც თვალსაჩინო ხდება:
პირველი მამალი ტყუილი, რომლითაც ივანიშვილმა სხვათაშორის, პოლიტიკური კარიერა დაიწყო, მის რუსულ კავშირებს ეხება. ოლიგარქმა პირდაპირ უარყო კავშირები რუსულ პოლიტიკურ წრეებთან და იცრუა, რომ „ლებედთან პოლიტიკური კავშირი არასოდეს ჰქონია“. როდესაც, თავადვე ამბობდა 2005 წელს, „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში.
ციტატა: „მე მაშინ ამოვქაჩე ლებედი, როცა ის მივიწყებული პოლიტიკოსი იყო.. ელცინის საარჩევნო შტაბის წევრები, ამ შტაბს მაშინ ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ უყურებდნენ. მე კიდევ ბანკის ოფისში განვათავსე ლებედის წინასაარჩევნო შტაბი, ვაფინანსებდი მის ხელშეწყობას.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მართალი ვიყავი: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა კი არჩევნების დროს მოპოვებული ხმები მთლიანად ელცინს მისცა და ამით უზუნველყო ელცინის გამარჯვება. მადლობაც კი არ მითხრეს ამის გამო. მერე, როცა ლებედი ისევ გუბერნატორის პოსტზე იყრიდა კენჭს, ძველი მახსოვრობის გამო კადრებით დავეხმარე, პირდაპირ არ დამიფინანსებია“.
ივანიშვილის ტყუილებში ამხელს შემდეგი ფაქტებიც: „რუსული კრედიტის“ ფინანსური ჯგუფი ფლობდა აქციებს ლებედინსკოს გოკ-ში, ასევე ურალის ალუმინის კორპორაციაში და ა.შ.
„როსკრედიტბანკის“ პრეზიდენტი, მალკინ ვიტალი, (იმ დროისთვის) არის დაახლოვებული პირი რუსულ სახელისუფლებო წრეებთან (ჩუბაისი, ლუჟკოვი, სოსო ორჯონიკიძე, და ა.შ.), დუმაში ბევრ წარმომადგენელთან. ივანიშვილის არყოფნის პერიოდში ის უზრუნველყოფდა ბანკის მართვასა და უსართხოებას. ედუარდ სახაროვი - ფირმა „ტრიადისა“ და სხვა ფირმების ორგანიზატორი მმართველობით საკითხებში, რომლებიც პირადად ივანიშვილის თაოსნობით შეიქმნა. მაქსიმოვი ა.- უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ყოფილი მვდ-ს რუსული დივიზიის მეთაური,რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პირდაპირ კავშირებს ფლობდა ივანიშვილთან.
ამას გარდა ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში კრედიტების „ვაზვრატში“ არც მეტი, არც ნაკლები, რუსული „ეფესბეს“მაღალჩინოსანი, ქართული პოლიტიკისთვის ესოდენ ნაცნობი, კახა თარგამაძის მეგობარი და კურსელი, ვლადიმერ რუშაილო ეხმარებოდა.
„ვედომოსტის“ ჟურნალისტ მარია როჟკოვასთან ინტერვიუში ოლიგარქი ივანიშვილი ამისთვის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანსა და რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რუშაილოს განსაკუთრებულ მადლობას უხდიდა.
მორიგი ტყუილი - ივანიშვილის პატრიარქთან ურთიერთობას ეხება. მართალია, ახლა ივანიშვილი ლამისაა უწმინდესსა და უნეტარესს ფეხქვეშ გაეგოს, თუმცა სინამდვილეში, გარდა უტას ინგლისელი პედაგოგის მასალებისა, სადაც ის წერს, რომ ივანიშვილები ვერ იტანენ პატრიარქს, კიდევ მრავალ მასალაში ფიქსირდება, რომ ივანიშვილი უწმინდესს არაფრად მიიჩნევდა.
მესამე ტყუილი - ივანიშვილის ჯერარშემდგარი პარტიის საგარეო ორიენტაციას ეხება. ვითომცდა პროდასავლურობისკენ გაქაჩული ბიძინა სინამდვილეში რუსეთის მგელია ცხვრის ტყავშია გახვეული, თუმცა ივანიშვილი გვიმტკიცებს, ნატო მინდაო, მაგრამ ივანიშვილის ნამდვილ პოლიტიკურ ორიენტაციას მისი მრჩეველი საგარეო საქმეებში თედო ჯაფარიძე ახმოვანებს. შევარდნაძის დროინდელი დიპლომატიური გადმონაშთი რუსეთისა და პუტინის მიერ წამოყენებული ევრაზიული კავშირის (რეალურად კი საბჭოთა კავშირის) ახალი წარმონაქმნის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.
მეოთხე ტყუილი - ივანიშვილმა თავადაც გაახმაურა და შემდგომ მისმა პოლიტიკურმა ხელის ბიჭმა ირაკლი ალასანიამაც გააჟღერა, რომ თითქოსდა ივანიშვილს სოფლის მეურნეობაში სერიოზული მილიონების ჩადება უნდოდა და სააკაშვილმა არ დართო ნება,
მეხუთე და ყველაზე ბარონ მიუნჰაუზენური ტყუილი ივანიშვილის ეკონომიკურ დოტაციას ეხება, რომელიც მის პროგრამაშია წარმოდგენილი და რომელსაც ეკონომიკური ექსპერტები უბრალოდ სასაცილოდ მიიჩნევენ და შორეული კომუნიზმის უმაღლეს მწვერვალს ადარებენ: როცა სოფლის მეურნოების დოტაციას მინიმუმ 10 მილიარდიც არ ეყოფა, ხოლო შემდგომ კი უბრალოდ პარაზიტად გადაიქცევა და აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციას. იოლი ფული, 5 ლარად ივანიშვილის სიტყვაზე ყურძნის ჩაბარება და კორუფციის სათავე, სადაც გლეხი და ყურძნის მიმღები ქარხნის შეფი გარიგდებიან: დაწერა 2, ჩაიბარა ერთი. დოტაცია იყო და რჩება მსოფლიოში საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ მოდელად.
ამონარიდი ინგლისური გამოცემა „პროსპექტიდან“: „იმას რასაც ივანიშვილი აკეთებს პერსონალიზებული სოციალიზმი შეიძლება უწოდო. მთავრობამ თბილისში ხელფასები გაზარდა და სკოლებისა და საავადმყოფოების ინვესტირება დაიწყო, მაგრამ სოფლად მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სარჩოს შოვნაზეა გადასული. საჩხერე კი შედარებით კეთილდღეობაშია, მიუხედავად იმისა რომ ორ ნაწილადაა გაყოფილი – იმად ვინც ბიძინასთან მუშაობს და იმად – ვინც არა. მაშ ეს სოციალიზმია, თუ ეკონომიკისადმი კეინსიანური მიდგომა?
თბილისში სააკაშვილის ახალი ტიპის ენერგიული ბანკირები, ბიზნესმენები და ეკონომიკის ექსპერტები ივანიშვილზე დამოკიდებულ ამ მინი-სახელმწიფოს დასცინიან“.
თუმცა ეს ივანიშვილის ტყუილების მხოლოდ ნაწილი ნიმუშებია და ჩვენ შემდგომაც გავაგრძელებთ ჭორვილელი ბარონის მხილებას.