12:46:38     18-02-2012
სირიელები რუს მეძავებს, პუტინის ბაზებსა და „იდიოტ მედვედევს“ ემუქრებიან

„ააა, ეხლა გიყვართ ისლამი? თქვენ ამბობთ, მუტუზოვ, რომ აშშ ისლამის მტერია, თქვენ კი გიყვართ ისლამი? თქვენ მოკალით მილიონი ჩეჩენი და მუსულმანი და თქვენ გიყვართ ისლამი? ბატონო მუტუზოვ, თქვენ მოხუცი ადამიანი ხართ. უნდა გრცხვენოდეთ. თქვენ ლაპარაკობთ ნაგავს, ადამიანო! თქვენ ლაპარაკობთ ყველაფერზე, მხოლოდ, არა რუსეთზე. სირცხვილი შენ, ბებერო ნაძირალავ, ასეთი საუბრისათვის“.
ეს „კომპლიმენტები“ ტელეკომპანია Al-Jazeera-ს ეთერში არაბულ ქვეყნებთან რუსეთის მეგობრობის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ მუტუზოვმა სირიელი მუფტის ყოფილი პრეს-მდივნის, აბდ ალ-ჯალ საიდისგან მიიღო.
საიდი: მეჩვენება, რომ ბაშარ ასადი ეუბნება მინისტრ ლავროვს: „ო, მხსნელო, შენ მოხვედი ჩვენთან!“ …ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ყველა სირიელი ასადის წინააღმდეგია.n არიან ადამიანები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს ასადის რეჟიმთან ერთად - რეჟიმთან, რომელიც თქვენ შექმენით… ეს რევოლუცია შეცვლის სიტუაციას რუსეთსა და მსოფლიოში, ალაჰის დახმარებით.
…რატომ ზის თქვენს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებში 13 ათასი პოლიტპატიმარი? თუ თქვენ აზრისა და დიალოგის თავისუფლება გაქვთ, რატომ დააპატიმრეთ ისინი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, რათა გამოეხატა უკმაყოფილება პუტინის გამო? თუ თქვენ გაქვთ დემოკრატია, ის პუტინისა და ამ იდიოტი მედვედევის ფეხქვეშაა. ხა-ხა, ასადი და მედვედევი - ერთი სიმაღლისანი! სირიელები უყვირიან ასადს: ეი, ბაშარ, შენ ჟირაფი ხარ, იდიოტი! - და ეს ორივეს უხდება.
მუტუზოვი: მომეცით უფლება რაღაც აგიხსნათ: რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვს არაბულ სამყაროში. რუსული საქონელი არ იყიდება არაბული ქვეყნების ქუჩებსა და ბაზრებზე.
საიდი: არაბული ქუჩები სავსეა რუსი მეძავებით…
მუტუზოვი: ეს, არაბები არიან დაინტერესებულნი რუსეთის მხარდაჭერაში და არა პირიქით…
საიდი: …თქვენი სამხედრო-საზღვაო ბაზა, თქვენი ადამიანები, თქვენი ინტერესები ჩვენი, სირიის თავისუფალი არმიის თავდასხმის ობიექტი გახდება. ჩვენ გამოვაცხადებთ სირიაში…
წამყვანი: ეს მუქარაა?
საიდი: ეს მუქარაა და არა ფუჭი მუქარა. ალაჰი გვიშველის, რუსებზე შეტევა მოხდება მთელს სირიაში, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ასადს მოსკოვიდან სურს მხარდაჭერა? ჩვენ მას გამოგიგზავნით.
მუტუზოვი: ვის გამოგზავნით?
საიდი: გამოგიგზავნით ასადს, - სიკვდილით დასჯის შემდეგ და დატკბით მისი კამპანიით, ჩვენ კი ვნახავთ, ამის მერე როგორ შეძლებთ დაბრუნდეთ ახლო აღმოსავლეთში.
მუტუზოვი: 5 წლის წინ ამერიკამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რომ მისი მთავარი მტერი კომუნიზმის შემდეგ ისლამური სამყაროა. და ეს მე ძალიან კარგად ვიცი. ის, რასაც საუბრობთ ისლამის სიძულვილზე რუსეთში…
საიდი: „ააა, ეხლა გიყვართ ისლამი? თქვენ ამბობთ, მუტუზოვ, რომ აშშ ისლამის მტერია, თქვენ კი გიყვართ ისლამი? თქვენ მოკალით მილიონი ჩეჩენი და მუსულმანი და თქვენ გიყვართ ისლამი? ვინ თქვა, რომ თქვენ გიყვართ ისლამი ამერიკელებზე ან სხვებზე მეტად? ბატონო მუტუზოვ, თქვენ მოხუცი ადამიანი ხართ. უნდა გრცხვენოდეთ. თქვენ ამტკიცებთ, რომ დიპლომატი ხართ - მოდით ვისაუბროთ რაციონალურად. თქვენ ლაპარაკობთ ნაგავს, ადამიანო! თქვენ ლაპარაკობთ ყველაფერზე, მხოლოდ არა რუსეთზე. სირცხვილი შენ, ბებერო ნაძირალავ, ასეთი საუბრისათვის!“