რუსეთში „წინასაარჩევნო ლოცვას“ იწყებენ, რომელსაც განყოფილების უფროსების ცვლის მომენტშიც აღავლენენ რუსეთში „წინასაარჩევნო ლოცვას“ იწყებენ, რომელსაც განყოფილების უფროსების ცვლის მომენტშიც აღავლენენ />


  10:48:50     18-02-2012

რუსეთში „წინასაარჩევნო ლოცვას“ იწყებენ, რომელსაც განყოფილების უფროსების ცვლის მომენტშიც აღავლენენ

a15230.jpg

რუსეთის სასულიერო პირებმა, რომლებსაც აშფოთებთ ქვეყანაში საპრეზიდეტო არჩევნების წინ შექმნილი სიტუაცია, წინასაარჩევნო ლოცვა შეადგინეს და თან ახსნა-განმარტებაც დაურთეს:

„არჩევნები მოსახლეობას არანაირ სერიოზულ შედეგს არ აძლევს არა მარტო ამერიკაში, არამედ რუსეთშიც კი. მნიშვნელოვანი ცვლილებები ერის სულიერ მდგომარეობას უკავშირდება. თუ ჩვენ არ შევთხოვთ და არ ვითხოვთ საჭირო ხელისუფლებას და მხოლოდ ბოროტი სიტყვით, პოლიტიკოსების ქმედებების დაცინვით შემოვიფარგლებით, რატომღა უნდა ველოდოთ ღმერთისაგან საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილმოწყობას?“ - აღნიშნავენ სასულიერო პირები.

მართალია, „ღმერთო დაიცავი რუსეთის ქვეყანა და ხელისუფლება“ რუსეთში ყოველი ლიტურგიის მსვლელობისას აღევლინება, მაგრამ დღევანდელ „არეულ  სიტუაციაში“, სასულიერო პირების აზრით, სასარგებლო იქნებოდა განსაკუთრებული ლოცვა.

ინიციატივას მალე განხილავენ. აღნიშნული ლოცვა კი, როგორც მისი ავტორები აცხადებენ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არა მარტო არჩევნების შემთხვევაში, არამედ „ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, თუნდაც განყოფილების უფროსის შეცვლისას“.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ეკატერინბურგისა და ვერხოტურსკის მიტროპოლიტი კირილი 4 თებერვლიდან 4 მარტამდე ყოველდღიურად ილოცებს, საარჩევნო ღამეს კი ღამისთევას აპირებს. მან ერთი თვით ადრე, წინასწარ გამოაქვეყნა ღვთისმსახურების გრაფიკი, რომელშიც, 4 თებერვალი - რუსეთში საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყების თარიღი და 4 მარტი - არჩევნების დღე, მიტროპოლიტ კირილის საგანგებოდ გაწერილ თარიღებს საეჭვოდ ემთხვევა.

კირილი ძირითადად „ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“ ლოცულობს, თუმცა საზოგადოებრივმა ჯგუფმა უკვე მოუწოდა, ილოცოს პოლიტიკურ რეალიებზეც: „ახალი რევოლუციის, გარე ჩარევისა და საერთო სახლის დანგრევის  თავიდან ასაცილებლად“.

რუსულ ეკლესიას პუტინის საპრეზიდენტო კამპანიაში არცთუ უმნიშვნელო როლი უკავია. პატრიაქრი პერმანენტულად მოუწოდებს მრევლს, მიტინგებზე არ იარონ, მისი ნდობით აღჭურვილი პირები ოპოზიციის ჯოჯოხეთში გასაგზავნად საჯარო მზადყოფნას გამოთქვამენ, ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა შეავსეს პუტინის 400-კაციანი, ნდობით აღჭურვილ პირთა სია - კულტურის მუშაკების და ბაიკერების მხარდამხარ. ეკლესიის მეთაურმა კი მის მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზეც, როგორც რუსული გაზეთები იტყობინებიან, 20-წუთიანი ალილუია უმღერა.

0

ავტორი: