ვინ გააუპატიურებს ქსენია სობჩაკს? ვინ გააუპატიურებს ქსენია სობჩაკს? />


  00:50:21     18-02-2012

ვინ გააუპატიურებს ქსენია სობჩაკს?

a15229.jpg

ქსენია სობჩაკმა, ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას, თავისი სტუმრის გარეგნული მონაცემებით დაასკვნა, რომ მას გააუპატიურებენ…

ქსენია სობჩაკი დარწმუნებულია, რომ მემარცხენე ფრონტის ლიდერი,  სერგეი უდალცოვი მას გააუპატიურებს, თუ ის ხელისუფლებაში მოვა. ქსენიამ თავისი განცდები ტვიტერის მიკრობლოგზე განათავსა.

„ვუყურებ რა უდალცოვს, ვფიქრობ, რომ თუ ის ძალაუფლებას აიღებს, შანსი მაქვს, რომ იქამდე, ვიდრე მომკლავენ, გამაუპატიურებენ მაინც,“ - დაწერა სობჩაკმა.

ასეთი აზრები სობჩაკს პროგრამა „თავისუფლება და სამართლიანობაში“ უდალცოვთან საუბრისას გაუჩნდა.

როგორც თავად ოპოზიციონერი ჰყვება, ის გაოგნებული დარჩა სობჩაკის ქცევით.
„ჩაწერის შემდეგ ის მომიახლოვდა და მკითხა, დაიწყებენ თუ არა მემარცხენე ძალები საშუალო ფენის ჩამოხრჩობასა და გაუპატიურებას. მე ვუპასუხე, რომ ჩამოხრჩობა და გაუპატიურება არ იქნება, მან კი თქვა, რომ ეს სამწუხაროა. მე ვერ გავიგე, რას გულისხმობდა“ - თქვა უდალცოვმა.

ამ დიალოგს მემარცხენე ფრონტის ლიდერის მეუღლე ანასტასია გამოეხმაურა, რომელმაც, შესაძლოა, თავაშვებულ ქალბატონზე იეჭვიანა კიდეც და განაცხადა, რომ ქსენია ხან იაშინს „უჟუჟუნებს თვალებს“, ხან კი უდალცოვს ეპრანჭება.

სობჩაკმა კი ახსნა, რომ მასში ქვეცნობიერმა იმუშავა…

როგორც ჩანს, სკანდალური ქალბატონის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწევს, - დაწერეს გაზეთებმა.

სობჩაკი თავისი პოლიტიკურ-სექსუალური მიდრეკილებების ღია ეთერში აფიშირებას არასოდეს ერიდება. მართალია, მისი შოუ „გოსდეპი“ ამ დღეებში პოლიტიკური ნიშნით დახურეს, მაგრამ ქსენიას სხვა ტრიბუნებიც აქვს იმისთვის, რომ გაარკვიოს, ვთქვათ, როდის დაიწყო სექსუალური ცხოვრება ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. ტელეკომპანია „დოჟდის“ გუშინდელ ეთერში სობჩაკის ლიბერალ-დემოკრატი სტუმარი, რომელსაც, ასევე უყვარს თავის პოლიტსექსულაურ თავგადასავლებზე საუბარი, გატაცებით ჰყვებოდა პირველი სქესობრივი აქტის შესახებ.

სექსი რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების განუყრელ ატრიბუტად იქცა. მაგალითად, წესია, რომ თუ პუტინის მომხრე ხარ, ეს  აუცილებლად გახდილმა უნდა გამოხატო. მით უფრო, რომ თავისი სხეულის დემონსტრირებას არც პუტინი  ერიდება.

როგორც ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა წერს, რუსეთში ქალებს არ უჭირთ ღიად გამოხატონ თავისი ყველაზე თამამი გრძნობები მამაკაცისადმი და კრემლმაც შესანიშნავად დაგეგმა მარკეტინგული ოპერაციები, როცა დროდადრო პუტინს გააშიშვლებენ ხოლმე, რის შემდეგაც პრემიერის აპარატი აღტკინებული ქალების წერილებს იღებს - „ჩემი ოცნების მამაკაცო“…

მაგალითად, ამას წინათ ერთ-ერთმა რუსმა კომიკოსმა ასეთი აქცია ჩაატარა: ხელი მოკიდა 1000 გოგონას მკერდს და მერე ის ხელი ვლადიმერ პუტინს ჩამოართვა, რომ მისთვის „ეს ენერგეტიკა“ გადაეცა.

პუტინის გარდა „ტანსაცმელშემოხეულთა არმია“ დიმიტრი მედვედევსაც ჰყავს, რომელიც ამ ზაფხულს თავისი პრეზიდენტისადმი ერთგულებას მოსკოვის ქუჩებში სტრიპტიზით გამოხატავდა. ეს ერთადერთი მიმართულებაა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც „სამაგალითოდ“ საჯაროა.

0

ავტორი: