,,თავისუფალი დემოკრატების’’ მხარდამჭერების სისხლიანი გარჩევის დეტალები ,,თავისუფალი დემოკრატების’’ მხარდამჭერების სისხლიანი გარჩევის დეტალები />


  20:10:14     17-02-2012

,,თავისუფალი დემოკრატების’’ მხარდამჭერების სისხლიანი გარჩევის დეტალები

a15228.jpg

შს სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერები დააკავა. პარტიის წარმომადგენლებმა ამ ფაქტს უკვე მისცეს პოლიტიკური ზეწოლის შეფასება, თუმცა როგორც ირკვევა მათი დაკავება გუშინ მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება.

შს სამინისტროს განცხადებით, 2012 წლის 16 თებერვალს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. გამოძიებით დადგინდა, რომ: მიმდინარე წლის 16 თებერვალს, სოფელ მერეთში მცხოვრებმა 1992 წ.დ. აკაკი კონსტანტინეს ძე ელიაშვილმა, 1990 წ.დ. ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და 1991 წ.დ. ჯაბა ბეგლარის ძე ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ 1987 წ.დ. გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაყვანილი იქნა ქ.გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

აღსანიშნავია, რომ გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო 1994 წელს დაბადებული მერაბ გუგუტიშვილი რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები, ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემისას წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც მერაბ გუგუტიშვილმა დაკარგა გონება. 
2012 წლის 17 თებერვალს აღნიშნული დანაშუალის ჩამდენი პირები - აკაკი ელიაშვილი, ელგუჯა მახარაშვილი და ჯაბა ელიაშვილი დაკავებულნი იქნენ ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

დაკავებულთაგან ჯაბა ელიაშვილი, 2009 წელს ნასამართლევია ს.ს.კ.-ის 236 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და მას შეფარდებული ჰქონდა 3 წლით პირობითი მსჯავრი. სამივე პირი ,,თავისუფალი დემოკრატების’’ მხარდამჭერია.

0

ავტორი: