„ბიძინას ოცნების“ ანომალიური აქტივობა გრძელდება - ჭანკვეტაძე კბილაშვილს ეთანხმება „ბიძინას ოცნების“ ანომალიური აქტივობა გრძელდება - ჭანკვეტაძე კბილაშვილს ეთანხმება />


  15:35:59     17-02-2012

„ბიძინას ოცნების“ ანომალიური აქტივობა გრძელდება - ჭანკვეტაძე კბილაშვილს ეთანხმება

a15224.jpg

ივანიშვილის პარტიის მთავარი შემადგელობის პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოება იმედგაცრულებული დარჩა და მხოლოდ ერთი მთავარი გზავნილი მიიღო: არჩილ კბილაშვილმა სექსუალური და ფინანსური ცენზი დაუწესა პოლიტიკაში მომსვლელებს. ის, რომ კბილაშვილმა ფროიდის მოყვარული შეფის აზრი გაახმოვანა, ეჭვი აღარავის ეპარება. უკვე ცალსახაა, რომ სექსუალურად მომწიფებულში კბილაშვილი პოლიტიკურ შეფს გულისხმობდა. როგორც ჩანს, გარდა პოლიტიკურისა, ივანიშვილი ხელქვეითებისგან ფიზიოლოგიურ გაფეტიშებასაც ითხოვს.  

„პრესა. ჯი“ დაინტერესდა, ეთანხმებიან თუ არა კბილაშვილის ანომალიურ განცხადებას „ქართული ოცნების“ სხვა სახეები... „პრესა. ჯი“ კომენტარისათვის ნინელი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ნინელი, ეთანხმებით თუ არა, თქვენი თანაგუნდელის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას სექსუალურ მომწიფებულობასთან დაკავშირებით?

- რატომ არ უნდა დავეთანხმო? ამ შემთხვევაში ვეთანხმები.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში მთავარი ისაა, რამდენად ხარ სექსუალურად მომწიფებული?

- არა, მთავარი ეგ არაა. პოლიტიკა ოჯახიდან იწყება და არ მინდა, რომ ჩემი შვილები ასეთი გახრწნილი ხელისუფლების ფონზე იზრდებოდნენ. თქვენ კბილაშვილის სიტყვიდან მეტი ვერაფერი მოისმინეთ? მხოლოდ ეს ამონარიდი დაგამახსოვრდათ?

- არჩილ კბილაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო.. ანუ ივანიშვილია თქვენი აზრით სექსუალურად მომწიფებული და სხვები - არა?

- არა, პირიქით, სექსუალურ მოუმწიფებლობაზე იყო საუბარი, რომ მოუმწიფებელი ხელისუფლება, რომელსაც ტვინი ამაში მისდის, ესაა უბედურებაო.

- თქვენ რა იცით, ივანიშვილი არის თუ არა, სექსუალურად მომწიფებული ან მოუმწიფებელი? 

- მე გეტყვით, რა ვიცი. დიახ, დარწმუნებული ვარ. ივანიშვილის ოჯახის სიმტკიცეში ეჭვი არ მეპარება და სწორედ ამაზე იყო აქ საუბარი. თქვენ რა, ახლა, ივანიშვილის ზნეობრივ დამოკიდებულებაზე ოჯახთან მიმართებაში ეჭვი გეპარებათ? ნუ დაამახინჯებთ ამონარიდს, კბილაშვილი სწორედ ამაზე საუბრობდა.

- ამბობთ, ეჭვი არ მეპარება ივანიშვილის ოჯახის სიმტკიცეში და ზნეობაში ოჯახთან მიმართებაშიო.. ასე დარწმუნებული რატომ ხართ? 

- თქვენ თუ მოგწონთ, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილები ამ უზნეობის გვერდზე გაიზარდონ, პარალელურად რომ ცოლებიც ჰყავთ და შვილებიც და დაავლებენ სხვას ხელს და რასაც უნდა იმას აკეთებენ, კი ბატონო...

- ქალბატონო ნინელი, თქვენ არ მპასუხობთ კითხვაზე - ივანიშვილი ჯდება კბილაშვილის პარამეტრებში, არის სექსუალურად მომწიფებული?

- ივანიშვილის ოჯახი და ცხოვრება მე არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობს.

- კბილაშვილმა ცენზი დააწესა, როცა თქვა, რომ მდიდრები უნდა მოდიოდნენ ხელისუფლებაშიო.. თქვენ მდიდარი ხართ?

- ასეთი რამ მე არ გამიგია, რომ კბილაშვილს ეთქვას. აქ საუბარი იყო, შემდგარ ადამიანებზე. ის ადამიანები, ვინც ივანიშვილმა წარმოადგინა, შემდგარია ამ თვალსაზრისით, ზურგს უკან აქვთ დასაკარგი. თქვენ არ გინდათ მოსმენა იმის, რაც ითქვა. იმისი არ იყოს, როცა მე გამოვედი და ვთქვი, რომ ივანიშვილის ყველაზე ძლიერი იარაღი უანგარო ადამიანების გვერდში დგომაა-თქო, ერთ-ერთმა თქვენნაირმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ფულის გამო არიან ეს ხალხი თქვენთან მოსულიო? ჩვენი დიალოგი ახლა მიახლოებით ასე გრძელდება..

- თქვენ არ გინდათ ივანიშვილის ფული?

- რასაკვირველია არა და თქვენ მე ახლა შეურაცხყოფას მაყენებთ, როცა ამას მეუბნებით.

- უბრალოდ გეკითხებით ქალბატონო ნინელი...

- ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ უნდა დამისვათ. ჩვენ გაგვიგრძელდა ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ უნდა შევწყვიტოთ..

პ.ს: ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე კითხვამ ივანიშვილის ფულის თაობაზე ცოტა არ იყოს, გააცხარა და საუბრის გაგრძელებაც აღარ ისურვა, შესაბამისად, არ მოგვეცა საშუალება გვეკითხა, რატომ იცვლის პოლიტიკურ პარტნიორებს, რატომ გაცვალა „დაიცავი საქართველოს“ იდეური პოლიტიკა ბიძინას პარტიაზე და თუ არა ფული, კერძოდ ოლიგარქის არარსებული პოლიტიკური პროგრამის რომელი ნაწილი ხიბლავს ასე ძალიან?!
0

ავტორი: