15:35:59     17-02-2012
„ბიძინას ოცნების“ ანომალიური აქტივობა გრძელდება - ჭანკვეტაძე კბილაშვილს ეთანხმება

ივანიშვილის პარტიის მთავარი შემადგელობის პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოება იმედგაცრულებული დარჩა და მხოლოდ ერთი მთავარი გზავნილი მიიღო: არჩილ კბილაშვილმა სექსუალური და ფინანსური ცენზი დაუწესა პოლიტიკაში მომსვლელებს. ის, რომ კბილაშვილმა ფროიდის მოყვარული შეფის აზრი გაახმოვანა, ეჭვი აღარავის ეპარება. უკვე ცალსახაა, რომ სექსუალურად მომწიფებულში კბილაშვილი პოლიტიკურ შეფს გულისხმობდა. როგორც ჩანს, გარდა პოლიტიკურისა, ივანიშვილი ხელქვეითებისგან ფიზიოლოგიურ გაფეტიშებასაც ითხოვს.
„პრესა. ჯი“ დაინტერესდა, ეთანხმებიან თუ არა კბილაშვილის ანომალიურ განცხადებას „ქართული ოცნების“ სხვა სახეები... „პრესა. ჯი“ კომენტარისათვის ნინელი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა:
- ქალბატონო ნინელი, ეთანხმებით თუ არა, თქვენი თანაგუნდელის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას სექსუალურ მომწიფებულობასთან დაკავშირებით?
- რატომ არ უნდა დავეთანხმო? ამ შემთხვევაში ვეთანხმები.
- არა, მთავარი ეგ არაა. პოლიტიკა ოჯახიდან იწყება და არ მინდა, რომ ჩემი შვილები ასეთი გახრწნილი ხელისუფლების ფონზე იზრდებოდნენ. თქვენ კბილაშვილის სიტყვიდან მეტი ვერაფერი მოისმინეთ? მხოლოდ ეს ამონარიდი დაგამახსოვრდათ?
- არჩილ კბილაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო.. ანუ ივანიშვილია თქვენი აზრით სექსუალურად მომწიფებული და სხვები - არა?
- არა, პირიქით, სექსუალურ მოუმწიფებლობაზე იყო საუბარი, რომ მოუმწიფებელი ხელისუფლება, რომელსაც ტვინი ამაში მისდის, ესაა უბედურებაო.
- თქვენ რა იცით, ივანიშვილი არის თუ არა, სექსუალურად მომწიფებული ან მოუმწიფებელი?
- მე გეტყვით, რა ვიცი. დიახ, დარწმუნებული ვარ. ივანიშვილის ოჯახის სიმტკიცეში ეჭვი არ მეპარება და სწორედ ამაზე იყო აქ საუბარი. თქვენ რა, ახლა, ივანიშვილის ზნეობრივ დამოკიდებულებაზე ოჯახთან მიმართებაში ეჭვი გეპარებათ? ნუ დაამახინჯებთ ამონარიდს, კბილაშვილი სწორედ ამაზე საუბრობდა.
- ამბობთ, ეჭვი არ მეპარება ივანიშვილის ოჯახის სიმტკიცეში და ზნეობაში ოჯახთან მიმართებაშიო.. ასე დარწმუნებული რატომ ხართ?
- ქალბატონო ნინელი, თქვენ არ მპასუხობთ კითხვაზე - ივანიშვილი ჯდება კბილაშვილის პარამეტრებში, არის სექსუალურად მომწიფებული?
- კბილაშვილმა ცენზი დააწესა, როცა თქვა, რომ მდიდრები უნდა მოდიოდნენ ხელისუფლებაშიო.. თქვენ მდიდარი ხართ?
- თქვენ არ გინდათ ივანიშვილის ფული?
- უბრალოდ გეკითხებით ქალბატონო ნინელი...
პ.ს: ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძე კითხვამ ივანიშვილის ფულის თაობაზე ცოტა არ იყოს, გააცხარა და საუბრის გაგრძელებაც აღარ ისურვა, შესაბამისად, არ მოგვეცა საშუალება გვეკითხა, რატომ იცვლის პოლიტიკურ პარტნიორებს, რატომ გაცვალა „დაიცავი საქართველოს“ იდეური პოლიტიკა ბიძინას პარტიაზე და თუ არა ფული, კერძოდ ოლიგარქის არარსებული პოლიტიკური პროგრამის რომელი ნაწილი ხიბლავს ასე ძალიან?!
0