პატრიარქ კირილის მაფიოზური წარსული... პატრიარქ კირილის მაფიოზური წარსული... />


  14:14:46     17-02-2012

პატრიარქ კირილის მაფიოზური წარსული...

a15223.jpg

რუსეთის პატრიარქი არათუ მილიონერებს, არამედ მილიარდერებს შორის მოიხსენიება. როგორც ირკვევა, პატრიარქმა კირილმა თავისი პირადი ქონება სწორედ იმ წლებში დააგროვა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს „მრუდე დრო და ისტორია“ უწოდა.

ეს „მრუდე“ პერიოდი კი 90-იანი წლები იყო, რომელმაც რუსული ეკლესიის ახლანდელ ხელმძღვანელს, მაშინ კი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების უფროსსა და სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტს, ბიზნესში ჩართვის საშუალება მისცა. ბიზნესმა კი კირილს ის ფული მოუტანა, რომლის წყალობითაც იგი პატრიარქი გახდა - წერს ზოგიერთი რუსული გამოცემა.
როცა პატრიარქად აკურთხეს, კირილის ქონება უკვე შეადგენდა 4 მილიარდ დოლარს. „ფულის მანქანა“ კი 1992-1994 წლებში ჩართო. ამ ისტორიებს არაერთი სტატია მიუძღვნა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა სერგეი ბიჩკოვმა, რომელმაც მრავალი სტატია გამოაქვეყნა მომავალი პატრიარქის თამბაქოს ბიზნესზე. საგულისხმოა, რომ  ეს პუბლიკაციები ოფიციალურად არავის უარყვია, ბევრ რამეში კი კირილმა აღიარა, რომ ბიჩკოვის მიერ მოგროვილი ფაქტები, სინამდვილეს შეესაბამება.

კირილის შემოსავლის ერთ-ერთი სერიოზული წყარო გახდა სიგარეტის ბიზნესი.  1993 წელს, მოსკოვის საპატრიარქოს მონაწილეობით შეიქმნა  სავაჭრო-ფინანსური ჯგუფი „ნიკა“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა დეკანოზი ვლადიმერ ვერიგა, რომელიც კირილის „ქვეშევრდომობის“ ქვეშ იმყოფებოდა.

ერთ წელიწადში რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან ჩამოყალიბდა ჰუმანიტარული დახარების  ორი პარალელური კომისია: პირველი წყვეტდა, რა დახმარება შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ გადასახადებისა და აქციზებისაგან, მეორეს კი  ეს დახმარება ბაზარზე საეკლესიო ხაზით შეჰქონდა და მას კომერციულ სტრუქტურებზე ჰყიდდა. ასე რომ, გადასახადებისგან გათავისუფლებული დახმარების დიდი ნაწილი, სავაჭრო ქსელში ჩვეულებრივ საბაზრო ფასებში ვრცელდებოდა.

არსებობს მონაცემი, რომ მხოლოდ 1996 წელს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთოერთობების განყოფილებამ ქვეყანაში შეიტანა 8 მილიარდი სიგარეტი. ამან სერიოზული ზიანი მიაყენა იმ დროის „თამბაქოს მეფეებს“, რომლებიც, რა თქმა უნდა, იხდიდნენ რაღაც გადასახადებს მაინც და შესაბამისად,  კონკურენციას ვეღარ უწევდნენ ეკლესიის მიერ გაჩაღებულ სიგარეტის ბიზნესს. ითვლება, რომ სწორედ მათ შეუკვეთეს კიდეც კირილის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია.

მართლმადიდებლობაში სიგარეტის მოწევა ცოდვად ითვლება, ადამიანისთვის მომაკვდინებელ ქცევად. თავად კირილი ასე შეეცადა ამ ბიზნესში მონაწილეობის ახსნას: „ადამიანებს, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებულები, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ: დაეწვათ ეს სიგარეტი თუ უკანვე გაეგზავნათ? ჩვენ მივმართეთ მთავრობას და მან გადაწყვიტა: ეცნოთ ეს ჰუმანიტარულ ტვირთად და ჩაეშვათ სარეალიზაციოდ“.

ცოტა ხანში მაშინდელმა პატრიარქმა ალექსეი მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთერთობების განყოფილების ჰუმანიტარული კომისიის ლიკვიდაცია მოახდინა და შექმნა ახალი კომისია ჰუმანიტარულ საკითხებში, უკვე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით.

ფონდ „ნიკას“ გარდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას 90-იან წლებში დაუარსებია ბანკი „პერესვეტ“, სააქციო სზოგადოება „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა“, სააქციო საზოგადოება „თავისუფალი სახალხო ტელევიზია“(СНТ) და რიგი სხვა სტრუქტურები.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი კი 1996 წლის შემდეგ ნავთობის ექსპორტი იყო, რომელიც კომპანია მაგისტრალური ელექტროქსელების საშუალებით ხორციელდებდა.  ის პატრიარქ ალექსეი მეორის თხოვნით გაათავისუფლეს საბაჟო მოსაკრებლებისგან. მიტროპოლიტ კირილს ამ ბიზნესში წარმოადგენდა ეპისკოპოსი ვიქტორი (პიანკოვი), რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 1997 წელს 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. დღესაც არსებობს ეჭვი, რომ პატრიარქი კირილი ამ ბიზნესში კვლავაც მონაწილეობს.

არის ერთი ფაქტიც: რამდენიმე დღით ადრე, ვიდერე აშშ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, ერაყში გაფრინდა კირილის მოადგილე - ეპისკოპოსი თეოფანე (აშკუროვი), რისთვის, არავინ უწყის…

პატრიარქ კირილის „მესამე ბიზნეს-მიმართულებად“ ზღვის პროდუქტები სახელდება. 2000 წელს, როცა ჯერ ისევ მიტროპოლიტი იყო, გახმაურდა მისი მცდელობა, „ჩანერგილიყო“ ზღვის ბიორესურსების ბაზარზე  და „წვდომა “ ჰქონოდა ხიზილალაზე, კიბორჩხალებზე… შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმა კი სააქციო საზოგადოება „რეგიონისათვის“, რომელიც თითქოსდა კირილმა დააარსა, კვოტებიც გამოყვეს, რომლის თანახმადაც  კომპანიას კამჩატსკში 4 ათასი ტონა კიბორჩხალისა და კრევეტების დაჭერის უფლება ჰქონდა.

გარდა ამისა, კალინინგრადელი ჟურნალისტების ცნობით, მიტროპოლიტი კირილი მონაწილეობდა ერთობლივ საავტომობილო საწარმოში კალინინგარდში. საგულისხმოა, რომ კირილს, მას შემდეგ, რაც პატრიაქრი გახდა, კალინინგრადში არავინ დაუნიშნავს და ის უშუალოდ თავის დაქვემდებარებაში დაიტოვა.

რუსეთის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ჩრდილოვანი ეკონომიკის კვლევის ცენტრის თანამშრომლის, ნიკოლაი მიტროხინის მონაცემებით, 2004 წელს, აქტივების ღირებულება, რომელსაც მაშინდელი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილება აკონტროლებდა, 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2 წლის შემდეგ  „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ ჟურნალისტებმა ხელახლა გადათვალეს ეს კაპიტალი და აღმოჩნდა, რომ ის უკვე 4 მილიარდი იყო.

რუსეთის პატრიარქის ფუფუნებისა და მიწიერი კომფორტისკენ  სწრაფვაზე რუსულ პრესაში არაერთხელ დაიწერა. მათ შორის, კირილის უძვირფასეს საათზე Breguet-ზე, რომლის ღირებულებაც 30 ათასი დოლარია. ცნობილია, რომ რუსეთის პატრიარქს აქვს პირადი თვითმფრინავი, ვილა შვეიცარიაში, სასახლე გელენჯიკში და პენტჰაუსი „სახლში სანაპიროზე“, თუმცა მრევლს ყოველთვის უქადაგებს, რომ მიწიერი ცდუნებები უნდა დათრგუნოს ყველამ - მდიდარმაც და ღარიბმაც.
0

ავტორი: