რუსეთში ქცევის წესები უცხოელებისათვის: „ედინაია როსიასთან“ კონტაქტი სავალდებულოა, ოპოზიციასთან - საშიში რუსეთში ქცევის წესები უცხოელებისათვის: „ედინაია როსიასთან“ კონტაქტი სავალდებულოა, ოპოზიციასთან - საშიში />


  07:41:39     15-02-2012

რუსეთში ქცევის წესები უცხოელებისათვის: „ედინაია როსიასთან“ კონტაქტი სავალდებულოა, ოპოზიციასთან - საშიში

a15119.jpg

უცხოელი მოქალაქეებისთვის, რუსეთში, ადამიანებთან კონტაქტი სახიფათოა, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არატრადიციული, ანუ არასახელისუფლო პოლიტიკური შეხედულებების მატარებელია.

სწორედ ასეთ  „სახიფათო კავშირებს“ ემსხვერპლა ფრანგი ჟურნალისტის ან ნივას ვიზა, რომელიც სასწრაფო წესით, ოპოზიციასთან კონტაქტის გამო გააუქმეს, მისი პატრონს კი ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

რუსმა ჩინოვნიკებმა ჟურნალისტს არ დაუმალეს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზეზები აქვს. როგორც მან bbcrussian.com-თან საუბარში განაცხადა, მას აუხსნეს, რომ ცუდია, როცა არ კონტაქტობდა „ედინაია როსიას“ წევრებთან და კონტაქტობდა ოპოზიციასთან. ფრანგ ჟურნალისტს 3 დღე მისცეს, რათა რუსეთი დატოვოს.

ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა ჟურნალისტს უსაყვედურა, რომ მას აქვს საქმიანი ვიზა, თუმცა რუსეთში მისი ყოფნა და საქმიანობა არ ემთხვევა ამ დეკლარირებულ მიზანს.

ან ნივა ამბობს, რომ რუს ჩინოვნიკებს არც ის დაუმალავთ, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, მათ შორის, კარელიაში ყოფნის დროს.

ნივა რუსეთში 31 იანვარს ჩავიდა. ის, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი და მწერალი, წიგნზე მუშაობს. მომხდარის გამო აღშფოთებულია და ამბობს, რომ ასეთი თვალთვალისა და ქვეყნიდან გაძევების ობიექტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც საქმიანი ვიზა აქვს და რომელსაც, თურმე, არ აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი. „ეს როგორ შეიძლება? ასეთ შემთხვევაში ყველა უნდა დააპატიმრონ?“ - კითხულობს ის.

ჟურნალისტს, ერთგვარი დაკითხვაც მოუწყვეს: მკითხეს, რატომ არ ვურთიერთობდი ადამიანებთან „ედინაია როსიადან“. მე ვუპასუხე, რომ მათ მცდარი ინფორმაცია ჰქონდათ, რადგან მე ვესაუბრე როგორც მმართველი პარტიის, ისე კომუნისტური პარტიისა და „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ან ნივა რუსეთში „უცხო უცხოელი“ არ არის. ის 10 წელია მუშაობს იქ, ნამყოფია ჩეჩნეთშიც, თუმცა აღიარებს, რომ მსგავსი თვალთვალი და დამოკიდებულება მის მიმართ არასოდეს გამოუვლენიათ და ეს პირველი შემთხვევაა - „დღევანდელ რუსეთში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.“

ჟურნალისტს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები პირდაპირ მოსკოვის სასტუმროს ნომერში ეწვივნენ და განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ან ნივა უკვე აპირებდა პუტინის სამფლობელოს დატოვებას, თუმცა საიმიგრაციო სამსახური მიხვდა,  რომ უმიზეზოდ სკანდალის ატეხვა არ ღირდა, ამიტომ უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ „ნივასთან დაკავშირებული ინცინდენტის სამსახურებრივი მოკვლევა“ დაიწყეს და შესაძლოა, გადაწყვეტილებაც შეცვალონ. ჟურნალისტი საბოლოო ვერდიქტს ელოდება.

0

ავტორი: