მხატვარი ნიკუშა შენგელაია ახალ გამოფენას გეგმავს მხატვარი ნიკუშა შენგელაია ახალ გამოფენას გეგმავს />


  07:29:49     15-02-2012

მხატვარი ნიკუშა შენგელაია ახალ გამოფენას გეგმავს

a15116.jpg

ნიკუშა შენგელაია ახალ გამოფენას გეგმავს.

"ვმუშაობ ახალ ნახატებზე. მოგეხსენებათ, მხატვარი თავისი ნამუშევრებით ირჩენს თავს, ამიტომ ნახატების დაგროვება რაღაც პერიოდთან არის დაკავშირებული. ამჯერად ვაგროვებ და მინდა ახლო მომავალში დავგეგმო გამოფენა, სადაც საშუალება მიეცემა ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაეცნოს ჩემს ნამუშევარს", - განაცხადა შენგელაიამ.

შენგელაია 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში.

შენგელაია დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ხარება და გოგია", "დახატული წრე", "თბილისი ჩემი სახლია", "სიყვარული ვენახში", "სკამი", "მიდიოდა მატარებელი" და ა.შ.. ბოლო მისი ნამუშევარი 2008 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია - "სოფიკო", რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორიც თავადაა.

ghn

0

ავტორი: