11:53:53     14-02-2012
ყველაზე სექსუალური სიმღერები
დასავლურმა ვებ-გვერდმა PRS for Music-მა თავის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, თუ რომელ სიმღერებს თვლიან მსმენელები ყველაზე სექსუალურად. ბრიტანელების უმრავლესობამ უპირატესობა სიმღერა Slow-ს მიანიჭა, რომელსაც კაილი მინოუგი ასრულებს. რეიტინგის მეორე ადგილზე მოხვდა ქრისტინა აგილიერა სიმღერით, Dirrty.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა 1975 წელს გამოშვებული სიმღერა You Sexy Thing, რომელსაც ბრიტანული ჯგუფი Hot Chocolate ასრულებს. მას მოჰყვება 50 Cent თავისი Candy Shop-ით. ხუთეულს კი სიმღერა Lady Marmalade ხურავს, რომელსაც ფინქი, ქრისტინა აგილერა, მია და ლილ კიმი ასრულებენ.
0