მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტში 27 თებერვალს წარდგება მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტში 27 თებერვალს წარდგება />


  21:27:14     13-02-2012

მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტში 27 თებერვალს წარდგება

a15066.jpg

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წლიური მოხსენებით, პარლამენტის წინაშე, 27 თებერვალს წარდგება. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოში, ყურადღებას გაამახვილებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკურ საკითხებზე.

გარდა ამისა, სააკაშვილი სხდომაზე გამოსვლისას, ისაუბრებს პროდუქტების ფასებსა და ამ კუთხით, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე, პენსიების მოსალოდნელ ზრდაზე. ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს, რამდენიმე ახალ ინიციატივასაც წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის საკითხებს რეგლამენტი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ,  ორსაათიანი შესვენება ცხადდება. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იწყება,  რომელთა ხანგრძლივობას  პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ კი, შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.

პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლას ხშირად, მთავრობის წევრებიც ესწრებიან, რომლებიც სხდომის მიმდინარეობას, სამთავრობო ლოჟიდან აკვირდებიან.

0

ავტორი: