ივანიშვილი, გაგდებულ-შემორიგებული ბიგვავა და „რუსული გაკვეთილები“ ივანიშვილი, გაგდებულ-შემორიგებული ბიგვავა და „რუსული გაკვეთილები“ />


  19:00:44     13-02-2012

ივანიშვილი, გაგდებულ-შემორიგებული ბიგვავა და „რუსული გაკვეთილები“

a15065.jpg

სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ სკანდალურად მოცილებული ზურაბ ბიგვავა ისევ სოლოლაკურ „ბუდეს“ დაუბრუნდა: ბუდის გამგემ გადაწყვიტა, გალოთებამდე მისული ბიგვავას რესურსი ისეთ საქმეში გამოიყენოს, რასაც სპორტში და პოლიტიკაში „შავ სამუშაოს“ ეძახიან. როგორც „პრესა.ჯი“–მ ექსკლუზიურად შეიტყო, ზურაბ ბიგვავას ახლადგამოჩეკილ ტელევიზიაში ერთ, კონკრეტულ მიმართულებას ჩააბარებენ.

ბიძინა ივანიშვილსა და ზურაბ ბიგვავას შორის კონფლიქტი იმდენად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ამ უკანასკნელისთვის, რომ, „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩენილმა დალევაც დაიწყო და დღითიდღე დოზასაც უმატებდა. თანაც, კონფლიქტი ფრიად უწყინარ სიტუაციაში წარმოიშვა. ყოველ შემთხვევაში, გამოხატულება ასეთი ჰქონდა: 

საკუთარი ოფისის თანამშრომლებთან და მრჩევლებთან ერთ-ერთი გაფართოებული თათბირის დროს ზურაბ ბიგვავამ, რომელიც მანამდე, სხვათაშორის, ნინო ბურჯანაძის მრჩეველი იყო (თუ შედეგებისა და რეიტინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდი ვერაფერი ურჩევია), რომელიც მთავარ მაგიდასთან ბიძინას სიახლოვეს იდგა, მტკნარი წყლის ბოთლი გახსნა და ივანიშვილს წყალი დაუსხა, შემდეგ კი ბოთლი ისევ მაგიდაზე დადგა.

კაცმა არ იცის, მანიაკალური დეპრესიის რა შემოტევა ჰქონდა იმ წუთში ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შედარებით მშვიდი ტონით საუბრობდა ორგანიზაციულ საკითხებზე, მაგრამ მისი ქცევა რომ არაადეკვატური იყო, ფაქტია: ივანიშვილმა სიტყვა შეწყვიტა, ჯერ ჭიქას შეხედა, მერე ბიგვავას გადახედა და უცებ, საკმაოდ ხმამაღლა და აგრესიულად უთხრა: „აბა, აიღე ახლა ეგ ჭიქა და თვითონ დალიე ბოლომდე!“. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი იმან დააეჭვა, რომ ზურა ბიგვავამ წყალი მხოლოდ მას დაუსხა და იმდენად დაეჭვდა (ასე იცის ფსიქოზმა), იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, რომ ბიგვავამ წყლის ახალი ბოთლი გახსნა...

ამის შემდეგ ბიგვავა ფუნქციის გარეშე იყო დარჩენილი. ამასთან, ბიგვავა, მეგობრებთან და ახლობლებთან საუბარში არც იმას მალავდა, რომ ოფისში აუტანელი სიტუაციაა, რომ კაცთმოძულე ბიძინა ივანიშვილი კადრებს აგდებულად ექცევა და რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს იქ სხვები იღებენ და რომ ივანიშვილის ირგვლივ სრული ქაოსია.

ალბათ, პირველ რიგში, ბიგვავასთვის იყო მოულოდნელობა, როცა ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრა ისევ მოითხოვა – პირველად თითქმის ერთთვიანი „გაბუტვის“ შემდეგ.

თუმცა, „დიდი შერიგებიდან“ რამდენიმე დღეში, ჭორვილელმა ბიგვავას ისევ აუწია სმისგან გაწითლებული ყურები, მერე კი, ტელევიზიაში გადაისროლა: იქ ბიგვავას ერთ კონკრეტულ მიმართულებას ჩააბარებენ და მის კურატორად დანიშნავენ...

სახეზეა ივანიშვილის ტევადი ხასიათის კიდევ ერთი შტრიხი: მას ძალუძს, საკუთარი მიზნისთვის და, პირველ რიგში, შავი სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენოს ისეთი პირებიც კი, რომლებიც კონკრეტული მიზეზით მოიძულა. ოლიგარქის ეს თვისება ზურაბ ბიგვავასთან მიმართებაში არ გამჟღავნებულა პირველად – ასეთი რამ მას რუსეთშიც არაერთხელ მოუმოქმედებია და, როგორც ჩანს, „რუსულ გაკვეთილებს“ აქაც დიდი გულმოდგინებით ატარებს...

0

ავტორი: