ბაჩუკი ქარდავა: დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება ბაჩუკი ქარდავა: დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება />


  15:15:27     13-02-2012

ბაჩუკი ქარდავა: დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება

a15052.jpg

საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაა, სადაც გაირკვევა, მიეცემათ თუ არა უმცირესობის წევრებს საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის საშუალება, პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობის დროს. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს პარლამენტში ქვეყნის პირველ პირს ელოდებიან.

ამჟამად ვითარება ასეთია. მას შემდეგ რაც, ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და ცაგარეიშვილი-ბაღათურიას ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ შეუერთდა, გია თორთლაძის „ძლიერი საქართველო“ დაიშალა. იმის გამო, რომ ოპოზიციური ფრაქცია არ დაშლილიყო, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ თავიანთი რიგებიდან დეპუტატი რატი მაისურაძე თორთლაძის გაერთიანებაში „გადაისროლეს“.

ამის შემდეგ, ვითარება უცვლელი იყო, სანამ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან დეპუტატი ბეჟან ხურციძე არ გაირიცხა.

ხურციძის ფრაქციიდან გარიცხვის შემდემ, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საპარლამენტო უმცირესობის ბედი, ვინაიდან გაიზარდა  უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, რომ გაიზარდოს საპარლამენტო უმცირესობის რაოდენობაც. ამ დროისთვის კი, „ზედმეტი“ ერთი ადამიანი, უმცირესობას არ ჰყავს.

რა ხდება სინამდვილეში საპარლამენტო უმცირესობაში და ცდილობენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მყოფი ძალები ხელი შეუშალონ დეპუტატების სრულფასოვან მუშაობას პარლამენტში? ამ საკითხზე, „პრესა.ჯი“–სთან კომენტარი, „ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა.

ჩვენ შეკითხვაზე, ხომ არ ურევია ოლიგარქ ივანიშვილის ხელი საკანონმდებლო ორგანოს შიგნით განვითარებულ მოვლენებში, ან ხომ არ არის ეს პრობლემები გამოწვეული ხელოვნურად, ქარდავა გვპასუხობს:

„ვერ გეტყვით დანამდვილებით, არიან თუ არა ამაში სხვა ძალები ჩარეულნი. მე ერთს ვიტყვი, რომ საპარლამენტო უმცირესობას პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ ვრჩებით მათ შემადგენლობაში. დარმწუნებული ვარ, რომ უმცირესობა არ დაიშლება.

რაც შეეხება უმრავლესობის რიგებიდან ხურციძის გარიცხვას და ამით გამოწვეულ პრობლემებს, ქარადავას თქმით, ასეთი ვითარებისთვის თადარიგი დაჭერილი ჰქონდათ უმცირესობის ლიდერებს.  ამიტომ ყველაფერი ისეთი სცენარით არ წარიმართება, როგორც ეს ავის მოსურნეებს სურთ".

0

ავტორი: