თარგამაძის ფრაქციაში, უმრავლესობიდან  დეპუტატი გადადის თარგამაძის ფრაქციაში, უმრავლესობიდან დეპუტატი გადადის />


  13:58:08     13-02-2012

თარგამაძის ფრაქციაში, უმრავლესობიდან დეპუტატი გადადის

a15044.jpg

მმართველი გუნდის წევრი, კობა კურღელაშვილი საპარლამენტო უმცირესობაში გადადის. ამის შესახებ „პრესა.ჯი-ს“ ინფორმირებულმა საპარლამენტო წყარომ აცნობა.

კურდღელაშვილი, რამდენიმე წუთის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ ფრაქციის სხდომაზე სიიდან გარიცხა და ის, უმცირესობაში გადაბარგდება.

საკითხის გარკვევას, „პრესა.ჯი“ „ქრისტიან-დემოკრატებთან” შეეცადა, მაგრამ მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. ჩვენი ინფორმაციით, კურღელაშვილი, დღეს, გიორგი თარგამაძის გუნდის წევრებთან შეხვედრას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კურდღელაშვილი კასპის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელიც 1998 – 2007წლებში, საქართველოს ჭიდაობის „სამბოს" ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ხოლო 1992 – 2008 წლებში,  სხვადასხვა კომერციული სტრუქტურებში მუშაობდა.

0

ავტორი: