ცაგარეიშვილმა,  მოტაცებული მარსაგიშვილი, ბიძინას უფეშქაშა ცაგარეიშვილმა, მოტაცებული მარსაგიშვილი, ბიძინას უფეშქაშა />


  13:07:21     13-02-2012

ცაგარეიშვილმა, მოტაცებული მარსაგიშვილი, ბიძინას უფეშქაშა

a15037.jpg

ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის  საპარლამენტო ფრაქციას „წყალი ვერ შეუყენა“.  ფრაქცია არ დაიშლება და შესაბამისად, პრობლემები, არც საპარალმენტო უმცირესობას შეექმნება.

თორთლაძის ფრაქციას, დაშლის საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც ფრაქციის დატოვების შესახებ დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა განაცხადა. მარსაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტს თავი აარიდა და გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით გამოამჟღავნა, სადაც ის თორთლაძის ფრაქციის დატოვების მიზეზებზე საუბრობს:

„გადაწყვეტილება მივიღე, საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ დავტოვო. ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ და მისი თაოსნობით მძლავრი ოპოზიციური ერთობის შექმნამ, ქართველ ერს, მომავლის იმედი განუმტკიცა, ამიტომ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისა. თავს ვალდებულად ვთვლი, განვაცხადო - მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პირად და პარტიულ ინტერესებზე ვერ ამაღლდნენ. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ რაც დრო გადიოდა, საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია „ძლიერი საქართველო“  „ნაციონალური მოძრაობის" დანამატი და მარიონეტი ხდებოდა, ამიტომ მე ვალდებული ვარ, ვუერთგულო ჩემს სინდისა და  ამომრჩეველს და საპარლამენტო უმცირესობას და ფრაქცია „ძლიერ საქართველოს“ გავემიჯნო“.

საინტერესოა, მარსაგიშვილი გადაწყვეტილების მიღებისას იმ ფაქტზე თუ დაფიქრდა, რომ თავადაც „მარიონეტი“ გამოდის, რადგან მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს, თუ ვინ, ეს მისი წერილიდანაც, ნათლად ჩანს (პარლამენტში ივანიშვილის გუნდის წევრმა – ცაგარეიშვილმა).

ამ წერილის გარდა, ამის დამადასტურებელი სხვა მაგალითებიც არსებობს, კერძოდ, მარსაგიშვილმა წლების წინ, გია ცაგარეიშვილთან ერთად, ე.წ. უდოს კომისია დატოვა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, „უდოს“ კომისიის სხდომაზე ისევ გამოჩნდა, განმარტებებისგან თავი შეიკავა, მაგრამ მისი ეს ქმედება, მაშინ, მოულოდნელი ცაგარეიშვილისთვისაც აღმოჩნდა.

ამას გარდა, გასულ წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორთლაძის ფრაქცია დაიშლებოდა და მიზეზად, მარსაგიშვილის მხრიდან, ფრაქციის დატოვება სახელდებოდა. დეპუტატმა, ეს ინფორმაცია მალევე უარყო და სკამი ისევ „მარიონეტების“ გვერდით დაიკავა. ამის შემდეგ, მარსაგიშვილი საქმიანობას ისევ საპარლამენტო უმცირესობაში აგრძელდებდა, მაგრამ დეპუტატის  მანდატს საკუთარი გეგმებისთვისაც იყენებდა. . .

„პრესა.ჯი“ საკითხის გარკვევას თავად მარსაგიშვილთან შეეცადა, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.  როგორც „პრესა.ჯი–ს“ თორთლაძემ განუცხადა, ვითარების გარკვევის მიზნით, მარსაგიშვილს რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ  მან არ უპასუხა.

რაც შეეხება თორთლაძის ფრაქციას, „პრესა.ჯი–ს“ ინფორმაციით, გია თორთლაძის ფრაქციის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ კოლეგას, ერთ ქვოტას დაუთმობენ. კერძოდ, თორთლაძის ფრაქციაში „ქრისტიან–დემოკრატი“ რატი მაისურაძე გადაბარგდება. ფაქტია, რომ თარგამაძის მიერ, ეს გონივრული პოლიტიკური სვლა იქნება, რადგან თორთლაძის ფრაქციის დაშლაზე, უმცირესობის ბედიც არის დამოკიდებული. კერძოდ, თუ თორთლაძეს ფრაქცია დაეშლება, მაშინ, ვიცე–სპიკერის პოსტს პაატა დავითაია დაკარგავს, ხოლო თავმჯდომარის თანანმდებობას, თავად თორთლაძე. ამ შემთხვევაში, თარგამაძეს რა გარანტია ექნება, რომ კოლეგები უმცირესობაზეც არ იტყვიან უარს, რისი საშუალებითაც, პრობლემების წინაშე თავად თარგამაძე აღმოჩნდება.  

შეგახსენებთ, რომ მარსაგიშვილი ამ მოწვევის პარლამენტში, „რესპუბლიკური პარტიის“ სიით მოხვდა, მაშინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელების“ სიაში, ის გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის გამო ჩასვეს. დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში ყაზბეგის რაიონს წარმოადგენს.

0

ავტორი: