სპექტაკლის პრემიერა ბათუმში სპექტაკლის პრემიერა ბათუმში />


  10:42:41     13-02-2012

სპექტაკლის პრემიერა ბათუმში

a15017.jpg

დღეს, 13 თებერვალს, 18:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართება. ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგმება სპექტაკლი, სახელწოდებით "აუშვიცი" - ფერფლის პლანეტა".

სპექტაკლი დევიდ ზან მაიროვიცის პიესის მიხედვით რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. მონაწილეობენ: გორელიკი - დიმიტრი მელია და ექიმი - თამარ მახარაძე.

რეჟისორი სპექტაკლში იყენებს ექსპერიმენტული მულტიმედიურ ელემენტებს - რადიო- და ვიდეოეფექტებს.

 სპექტაკლი აგებულია ცნობილი დრამატურგის დევიდ ზან მაიროვიცის რადიო პიესის "ფერფლის პლანეტის" მიხედვით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროის ადამიანის ტრაგიკული ისტორიას ასახავს. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება აუშვიცის საკოცენტრაციო ბანაკში, სადაც 4 მილიონზე მეტი ებრაული და სხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი გერმანელებმა აწამეს.

 ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, 14 და 15 თებერვალსაც მოეწყობა.

 ცნობისთვის, 2013 წლის იანვრამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რომლის არსებობასაც საფუძველი ბათუმის თოჯინების თეატრმა ჩაუყარა. სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულებამდე თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენები დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება.

ghn

0

ავტორი: