„გრემის“ ცერემონია უიტნი ჰიუსტონის ჰიტით გაიხსნა „გრემის“ ცერემონია უიტნი ჰიუსტონის ჰიტით გაიხსნა />


  08:04:50     13-02-2012

„გრემის“ ცერემონია უიტნი ჰიუსტონის ჰიტით გაიხსნა

a15012.jpg

„გრემის“ 54-ე ცერემონია, უიტნი ჰიუსტონის ჰიტის, "I Will Always Love You"-ის ვიდეოს ჩვენებით გაიხსნა. ეს სიმღერა, ცნობილმა მომღერალმა, 1994 წელს, „გრემის“ ცერემონიალზე შეასრულა.

ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრი დაიღუპა. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი საქციელი ახლა - ლოცვაა. უფალო, გმადლობ, რომ უიტნი გვაჩუქე. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება მისი ქალიშვილისა და დედისკენ და ყველა იმ ადამიანებისაკენაა მიმართული, ვინც უიტნის ყველაზე მეტად უყვარდა. და მიუხედავად იმისა, რომ მან ასე ადრე დაგვტოვა, მაინც გმადლობ, რომ ის და მისი მუსიკა გვაჩუქე, რომელსაც ვაფასებთ და გვიყვარს - განაცხადა ცერემონიის წამყვანმა, რეპერმა LL Cool J-მ.

დარბაზი, რეპერის სიტყვებს, წუთიერი დუმილით, შემდეგ კი ოვაციებით შეეგება.

როგორც ცნობილია, პოპ-მუსიკის ლეგენდარული დედოფალი, „გრემის“ ცერემონიამდე ერთი დღით ადრე, ლოს-ანჟელესის სასტუმროში გარდაიცვალა. ლეგენდარულმა მომღერალმა, თავისი ცხოვრების 48 წლის მანძილზე, მიღებული მუსიკალური ჯილდოების რაოდენობით, რეკორდი დაამყარა. „გრემის“ მუსიკალური ჯილდო კი, მას 6-ჯერ გადაეცა.   

0

ავტორი: