11:55:47     11-02-2012
სპარსეთის ყურეში, სამხედრო ძალების კონცენტრირება იწყება...
სირიაში ირანული და რუსული სამხედრო დანაყოფების გადასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, საჯარისო დანაყოფების გადაადგილებებთან დაკავშირებით, ახალი ცნობები ვრცელდება სპარსეთის ყურიდანაც.
როგორც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გაფრენების რაოდენობა, სპარესეთის ყურის მიმართულებით, უკანასკნელ კვირაში განსაკუთრებით გაიზარდა. თვითმფრინავები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის.
ებრაული მედიის მონაცემებით კი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები, ფრენებს სინაის ნახევარკუნძულიდან საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის მიმართულებით ახორციელებენ, რის შემდეგაც სპარსეთის ყურისაკენ მიემართებიან. ისრაელის საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, რეგიონში, ირანის ისლამური რესპუბლიკის სიახლოვეს, სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადასროლას აწარმოებენ...
0