„წიქარას“ პრემიერა „წიქარას“ პრემიერა />


  08:11:15     11-02-2012

„წიქარას“ პრემიერა

a14973.jpg

11 თებერვალს, 13:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (გიორგი ლეონიძის 11ა) "მულტი-პულტის სამყაროს" თეატრი გამართავს ქართული ხალხური ზღაპრის "წიქარას" მიხედვით დადგმული სპექტაკლის თბილისურ პრემიერას.  სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ბაქოში, თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე 2011 წლის 6 ნოემბერს.

სპექტაკლი, რომლის რეჟისორიც გოჩა ხვიჩიაა, ერთდროულად სამი პრიზით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის კრიტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარემ აიდინ თალიბზადემ, ბაქოს თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის შემაჯამებელ სტატიაში "მულტი-პულტის სამყაროს" თეატრის სპექტაკლს "ფესტივალის საუკეთესო წარმოდგენა" უწოდა.

გოჩა ხვიჩიას სპექტაკლით "წიქარა" მულტი-პულტის თეატრი მიწვეული ბელგოროდის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. ასევე "წიქარა" მონაწილეობას მიიღებს სერბეთში, ბელგრადის თოჯინური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში.

სპექტაკლის მხატვარი და თოჯინების მექანიზატორია მარიკა კვაჭაძე. მასში მონაწილეობენ თათია ბაქრაძე, სოფო ვარდიძე, ოთო გიორგაძე, ნანიკო კვარაცხელია და ცირა შარია.

ghn

0

ავტორი: