08:10:31     11-02-2012
თუმანიშვილის სახელობის თეატრალური დასი საგასტროლოდ მიემგზავრება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური დასი ნიუ-იორკში საგასტროლოდ მიემგზავრება. სპექტაკლს - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - 850-კაციანი აუდიტორიისთვის ითამაშებენ. წარმოდგენა ნიუ-იორკის უნივერისტეტის თეატრალურ დარბაზში 25 თებერვალს გაიმართება.
როგორც ცნობილი გახდა, ამერიკულ პრემიერაზე დასასწრები ბილეთის გაყიდვა უკვე დაიწყო. დასი საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.
ghn
0