ნოდარ ნათაძე: ივანიშვილი ისეთივე დანაშაულს სჩადის, როგორც რუსეთის აგენტი ნოდარ ნათაძე: ივანიშვილი ისეთივე დანაშაულს სჩადის, როგორც რუსეთის აგენტი />


  15:18:04     09-02-2012

ნოდარ ნათაძე: ივანიშვილი ისეთივე დანაშაულს სჩადის, როგორც რუსეთის აგენტი

a14932.jpg

ამერიკის მოქალაქის, პატრიკ დაუნის განცხადებამ  საზოგადოება შოკში ჩააგდო. პატრიკი,  ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტას ინგლისურის მასწავლებელი გახლდათ. ეს უკანასკნელი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ უტა ივანიშვილმა იგი ერთ–ერთ წვეულებაზე მოწამლა, რის შედეგადაც რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკისთვის, საავადმყოფოში, გარკვეული დროის გატარებაც კი მოუწია.

პატრიკ დაუნი ამბობს, რომ ივანიშვილები არ იყვნენ მართმადიდებლურად მცხოვრები ოჯახი. უტას კი მასწავლებლებთან ურთიერთობისას წამოსცდენია, თუ როგორ აბუჩად მოიხსენიებდა ოჯახის უფროსი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია II–ს.

პატრიკ დაუნი და ივანიშვილების ოჯახში მომუშავე, ოთხი ფრანგი მასწავლებელი თვლიან, რომ ივანიშვილები არ არიან კარგი ხალხი. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახი არის ცირკი, სადაც თავად ვარსკვლავები იყვნენ.

„პრესა.ჯი“–მ ქართველ პოლიტიკოსებს, პოზიციურად თუ ოპოზიციურად განწყობილ ფიგურებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ საუბრობენ მოზარდი ივანიშვილის სრულიად აღმაშფოთებელ საქციელსა და ივანიშვილების ოჯახის უცნაურობაზე, აფასებენ ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს. კითხვაზე, თვლით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ოჯახში არსებული უცნაური ტენდენციები პოლიტიკაშიც გადმოაქვს, ბევრი მათგანი რიტორიკულ კითხვას სვამს: ჯერ ის არის საკითხავი, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არის თუ არა პოლიტიკოსი?

ნოდარ ნათაძე: მე ბიძინა ივანიშვილს როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, რადგან მე, მისი, არც არავითარი პოლიტიკური აზრი მომისმენია და არც რაიმე სახის ნაბიჯები მინახავს. მან რამდენიმე გულუბრყვილო განცხადება გააკეთა, მათ შორის ასეთი, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. ამას გარდა, იყენებს ისეთ აბსურდულ სიტყვებს, როგორიცაა „სამხრეთ ოსეთი“. ამით, იგი ისეთივე დანაშაულს სჩადის, როგორსაც ნებისმიერი, რუსეთის აგენტი და მისი ინტერესების გამავრცელებელი პიროვნება.

თამაზ ვაშაძე: ვთვლი, რომ პატრიკ დაუნი  არ ტყუის. იგი ასახავს ყოველივეს, რაც რეალურად მოხდა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დილას ერთ ადამიანს, შუადღისას მეორეს, საღამოს კი მესამეს მოუსმინოს და დაუჯეროს, იგი, ადვილად ექცევა სხვისი აზრისა და შეხედულებების გავლენის ქვეშ. დანაშაული ის იქნება, თუ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დადებითობას დაიჯერებს.

ვახტანგ ბალავაძე: კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, ივანიშვილი საერთოდ არის თუ არ არის პოლიტიკოსი, ეგ ინდივიდუალური შეფასების საკითხია. ყოველ შემთხვევაში იგი ნამდვილად ცდილობს ჩაერთოს პოლიტიკაში. გამოსდის თუ არა, ეს საქმე, უკვე საზოგადოების შეფასების საგანია.

მანანა ნაჭყებია: არ ვთვლი, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც პოლიტიკოსის შეფასებაა საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი, ყოფითი საკითხი, რომელსაც პოლიტიკოსების კომენტარები არ ესაჭიროება. ეს ყველაფერი არის პატრიკ დაუნის ემოციური აღქმა და თუ რამ განაპირობა იგი, ჩემთვის ნამდვილად რთული სათქმელია.

0

ავტორი: