ივანიშვილს, ადამიანებით ვაჭრობა, ჯერ არ დაუმთავრებია ივანიშვილს, ადამიანებით ვაჭრობა, ჯერ არ დაუმთავრებია />


  15:55:44     08-02-2012

ივანიშვილს, ადამიანებით ვაჭრობა, ჯერ არ დაუმთავრებია

a14902.jpg

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრები ერთ აზრზე ვერ თანხმდებიან. ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებების გაკეთების ტენდენცია, კოალიციაში ბოლო დროს უფრო შესამჩნევი გახდა.

ბიზნესმენს სურს, „შუაში ყველაფერი გაიკრიფოს“ და საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრი, ან „აქეთ“ დადგეს, ან „იქით“.  სამაგიეროდ, „რესპუბლიკელებს“ და ირაკლი ალასანიას არ სურთ, რომ ოლიგარქის კოალიცია გაფართოვდეს.

დავით უსუფაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ამბიციური განცხადება გააკეთა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, კოალიციაში ახალი პოლიტიკური ძალები აღარ გამოჩნდებიან.

უსუფაშვილის ამ განცხადების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ კოალიციას „ეროვნული ფორუმი“ შეუერთდა. ამის შემდეგ, მორიგი ამბიციური განცხადების გაკეთება, თავის თავზე აიღო  ირაკლი ალასანიამ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან, „ეროვნული ფორუმის“ გარდა, სხვა პარტიების შეერთებაზე  საუბარი აღარ არის.

დღეს კი, საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს ოლიგარქი ივანიშვილის. ირაკლი ალასანიას ცოლის დის, მაია ფანჯიკიძის პრეს–სპიკერად წარდგენის დროს, ბიზნესმენმა, მის კოალიცაში კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი დაპატიჟა.

ოლიგარქი ივანიშვილი, გუგული მაღრაძესა და კახა სეთურიძეს  „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთავაზობს. პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზის“ ლიდერი, კახა სეთურიძეა.  

როგორც ჩანს, ბიზნესმენს ადამიანებით ვაჭრობის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და უახლოეს მომავალში კიდევ მიიპატიჟებს პოლიტიკური ლიდერებს მის „შუშის სასახლეში“.  ამის შემდეგ, გამოვლენ უსუფაშვილი –ალასანია და გააკეთებენ განაცხადებებს, „მორჩა, კოალიციაში აღარავინ შემოვაო“. რამდენიმე  დღეში კი, ივანიშვილი ისევ გადახედავს სიას, ვინ იყიდოს, ვინ გაყიდოს და ისევ პოლიტიკურ ვაჭრობას შეუდგება.

0

ავტორი: