13:41:07     08-02-2012
„პრესა.ჯი“–მ ივანიშვილს ჯერ არდანიშნული პრესსპიკერი შეაცვლევინა

მას შემდეგ, რაც გუშინ, ღამის საათებში „პრესა.ჯი“–მ გააჟღერა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიგარქმა ირაკლი ტრიპოლსკი (ყოფილი პრესსპიკერი) გოგი ახალკაცით ჩაანაცვლა („ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ტრიპოლსკი „ჩამოალაბორანტა“), მილიარდერის კარზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა: ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ იხმო ქვეშევრდომები და დატუქსა კიდეც იმის გამო, რომ შიდა წრეებში მიღებული გადაწყვეტილება პრესსპიკერის პოსტზე ახალკაცის დანიშვნის შესახებ პრესისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
როგორც ცოტა ხნის წინ გავარკვიეთ, მილიარდერმა კონტრზომას მიმართა და გადაწყვეტილება სასწრაფოდ შეცვალა: უკვე გაცემულია განკარგულება, რომ გოგი ახალკაცი ტელეკომპანია „იგრიკაში“ იქნება გადასროლილი, ხოლო პრესსპიკერის თანამდებობას ირაკლი ალასანიას ცოლისდა – მაია ფანჯიკიძე ჩაიბარებს.
სხვათა შორის, მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის კარზე პოლიტიკაში ოლიგარქის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. როგორც ჩანს, სხვა ყველაფერთან ერთად, მილიარდერს თავისებურად ესმის გენდერული ბალანსიც და მის დაცვას მეუღლისა თუ გარემოცვის წევრთა ცოლისდა–სიდედრების წინ წამოწევით აპირებს. მაია ფანჯიკიძე პრესსპიკერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა თავად წარადგინა..
0