კვერცხი კარტოფილით კვერცხი კარტოფილით />


  11:55:35     08-02-2012

კვერცხი კარტოფილით

a14887.jpg

    გამოდის 4 ულუფა

    მომზადება: 15 წუთი

    შეწვა და მოხარშვა: 25 წუთი

    სირთულე: პირველი საფეხური

შემადგენლობა:

    1 კგ. მსხვილ სახეხზე გახეხილი კარტოფილი

    90 გ. კარაქი

    125 გ. გახეხილი ყველი

    4 ცალი კვერცხი

    100 გ. რუკოლას ფოთლები

გააცხელეთ ქურა 200ºC-მდე. 3 ს/კ კარაქი დაადნეთ დიდ ტაფაზე და დაყარეთ კარტოფილის ნახევარი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და დარჩენილი კარტოფილი. ტაფაზე მოთავსებულ მასას დააწექით და კარგად დატკეპნეთ. შემოდგით საშუალო ცეცხლზე 10 წუთით, ოქროსფერის მიღებამდე. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე და ტაფაზე დაადნეთ დარჩენილი კარაქი. ისევ ჩადეთ ტაფაში კარტოფილი ყველით, ოღონდ ამჯერად მეორე მხრიდან და 10 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, რომ მეორე მხარეც დაიბრაწოს. აადუღეთ წყალი მოზრდილ ქვაბში, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და კოვზით ურიეთ წყალს ქვაბში, თან სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხი. დატოვეთ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთს ან ცილის დამრგვალებამდე (ზუსტად ასე მზადდება კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი, უნაჭუჭოდ მოხარშული კვერცხი). ქაფქირის საშუალებით ამოიღეთ მზა კვერცხები ქვაბიდან, რათა კარგად დაიწუროს. დაბრაწული ყველიანი კარტოფილი დაჭერით მეოთხედებად. ზემოდან მოაყარეთ რუკოლას ფოთლები და თითოეულ ნაჭერს დაადეთ თითო მოხარშული კვერცხი.

0

ავტორი: