21:50:58     07-02-2012
ირანის სულიერი ლიდერი მუსულმანებს “თავდაცვითი ჯიჰადისკენ” მოუწოდებს

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ახალი დოქტრინა შეიმუშავა და განმარტა, თუ რატომ არის კანონიერი და გამართლებული, მუსულმანებმა პირისაგან მიწისა აღგავონ ისრაელი.
„ისრაელი სატანაა. ყოველი მუსულმანი ვალდებულია შეიარაღდეს მის წინააღმდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, უზურპატორი ისრაელი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ისლამისათვის და მუსულმანური ქვეყნებისათვის. მსოფლიოს მუსულმანებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან შეასაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორონ ანგარიში ამ კიბოს სიმსივნეს“ - აცხადებს ალი ხამენეი.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ისრაელის სრული განადგურება უნდა იყოს, რისთვისაც ირანს შეუძლია გამოიყენოს შორი მოქმედეების რაკეტები.
„ჩვენს შორის მანძილი მხოლოდ 2600 კილომეტრია. ჩვენ შეგვიძლია აღვგავოთ ის მიწიდან რამდენიმე წუთში“ - ასეთია ირანის სულიერი ლიდერის მოწოდება. ხამენეი თვლის, რომ სულაც არაა საჭირო დაელოდონ, როდის მიიტანს ისრაელი შეტევას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რადგან „ამის გარეშეც კი ირანს აქვს საფუძველი პრევენციული დარტყმა მიაყენოს ისრაელს“.
„ჩვენ ნებისმიერი გზით უნდა დავიცვათ მუსულმანების სისხლი პალესტინაში.
თუ მტერი შეიჭრება ჩვენს მიწაზე და დაიღვრება სისხლი, მუსულმანები ვალდებულები არიან, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა თავისი ძმების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად. ამისათვის არაა საჭირო მოსამართლის გადაწყვეტილება“ - ამბობს ჰამეინი.
„სახელმწიფოების პოლიტიკური დაყოფა და ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის აქტუალური. დღეს ლეგიტიმურია მხოლოდ ხალხების დაყოფა თავისი რწმენის და სისხლის მიხედვით. მუსულმანების სისხლი უნდა გაემიჯნოს ურწმუნოების სისხლს“.
მანამდე კი ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-ს ნების საწინააღმდეგოდ განაგრძობს თავის ბირთვულ პროგრამას - ამის შესახებ მან 3 თებერვლის ქადაგებაში ისაუბრა.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ავივა კოხავიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ალი ხამენეიმ ბრძანება გასცა, დაიწყოს ურანის გამდიდრება იარაღის დონემდე და რომ თეირანს დასჭირდება ორი წელი, რათა საბოლოოდ შექმნას ბირთვული ქობინა, რომლის დამონტაჟებაც შესაძლებელი იქნება ბალისტიკურ რაკეტაზე. კოხავის მონაცემებით, ირანმა უკვე მიიღო 4 ტონა ურანი, რომელიც 3,5%-მდეა გამდიდრებული და კიდევ 100კგ, რომელიც 20%-მდეა გამდიდრებული.
ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ იძულებული იქნებიან შეტევა მიტანონ ირანზე, თუ დასვლეთის სანქციები შედეგს არ გამოიღებს.
0