13:45:23     06-02-2012
აშშ–ში, 12 წლის ბავშვმა 2 წლის ძმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

პირველი ინსტანციის სასამრთლომ, 2011 წლის 22 ივნისს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 12 წლის ბიჭს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლო პროცესი კი 2012 წლის 27 თებერვალს არის დაგეგმილი. კრისტიან ფერნანდეს ბრალად საკუთარი ძმის მკვლელობა ედება.
საადვოკატო ბიურო ,,OK & CG’’–ის ინფორმაციით, კრისტიან ფერნანდესმა დანაშაული 2011 წლის მარტში ჩიდინა. იგი დედამ სახლში 2 წლის ძმასთან დატოვა. ფერნანდესმა სასტიკად სცემა ბავშვს და რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი წიგნების კარადაზე. გამოძიების მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, რომ პატარა აღნიშნული ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, თავის ქალის ტრამვის, ტვინში სისხლჩაქცევებისა და შინაგანი სისხლდენის გამო გარდაიცვალა. მას სხეულზე აღენიშნებოდა სხვა დაზიანებებიც. შინ დაბრუნებულ დედას – ბიანელა სუზანს სასწრაფო დახმარება არ გამოუძახია, მას ბავშვს სისხლი მობანა და მოსულიერება ყინულით სცადა. რომ არა დედის ასეთი გულგრილობა, 2 წლის დევიდი ძმის უსასტიკეს ქმედებას ცოცხალი გადაურჩებოდა.
როგორც გაირკვა, ეს კრისტიანის მიერ ძმის ცემის პირველი ფაქტი არ ყოფილა. მას სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ფეხი ჰქონდა მოტეხილი, თუმცა დედამ ეს ფაქტი დამალა და სოციალურ მუშაკებს განუცხადა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხბურთის მოედანზე თამაშისას მოიტეხა.
ბიანელა სუზანს კრისტიანი 12 წლის ასაკში შეეძინა, დედა–შვილი სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სანამ სუზანს 14 წელი შეუსრულდებოდა. შემდეგ ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით კი ბებიამ შეიფარა, რომელიც იმ დროისთვის 34 წლის იყო და ნარკოტიკებისაგან გასათავისუფლებლად მკურნალობის კურსს გადიოდა.
სასამართლო დოკუმენტებით დგინდება, რომ დედა კრისტიანს ხშირად ცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მისმა მამინაცვალმა კი ოჯახის თვალწინ მოიკლა თავი, რომ ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ციხეს გადარჩენოდა.
პროკურატურის მოთხოვნით, ბავშვი ორმა სასამართლო ექსპერტმა შეამოწმა, მათი დასკვნით იგი ემოციურად განუვითარებელია, თუმცა ამ გარემოების მიუხედავად იგი მაინც ფსიქიკურად ჯანმრთელად ჩათვალეს. ფლორიდის შტატის მთავარმა პროკურორმა კი სასამართლოს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური სასჯელით დაესაჯათ კრისტიანი, მან განაცხადა: ,,ჩვენ უნდა დავიცვა საზოგადოება ამ ახალგაზრდისაგან! საზოგადოებას აქვს უფლება იყოს დაცული მისგან!’’ კრისტიანის დასაცავად არაერთი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაცია აქტიურად ამოქმედდა, შეიქმნა ონლაინ პეტიციების გვერდი, რომელსაც 200 000 ათასზე მეტი ადამიანი შეურთდა. ისინი ითხოვდნენ კრისტიანი განსაჯილიყო როგორც არასრულწლოვანი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ 2011 წლის 22 ივნისს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ქართველი იურისტები ბლოგზე: ,,(არა)იურისტებისათვის’’ მსჯელობენ, ისეთი მძიმე დანაშაულისათვის, როგორიცაა 2 წლის ძმის მკვლელობა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მსუბუქი სასჯელია, თუმცა არც სამუდამო პატიმრობაა მისაღები. უნდა გამოინახოს ისეთი შუალედი, რომ იგი არც დაუსჯელი დარჩეს და არც ისე დაისჯოს, რომ მისმა ცხოვრებამ სამუდამოდ დაკარგოს აზრი.
0